ინდოეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეთათვის შესვლის პირობები

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

მგზავრობა დაშვებულია ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულით. ინდოეთის რესპუბლიკაში ტურისტული მიზნით შესვლა აღდგა 2021 წლის 15 ნოემბრიდან.

 

სავიზო განაცხადი შეიძლება გაკეთდეს როგორც ჩვეულებრივ, ასევე ელექტრონულად. დამეტებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://indianvisaonline.gov.in/

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება ვაქცინირებულ პირებზეც.

 

ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია: AstraZeneca, Pfizer, Moderna, Janssen, Sputnik V, Covaxin Bharat Biotech - ინდოეთი, Covishield  (AstraZeneca) - ინდოეთი, ZyCoV-D Zydus Cadila - ინდოეთი.

 

სავალდებულოა მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

 

ქვეყანაში ჩასვლამდე, ყველა მგზავრს ტელეფონში ჩატვირთული უნდა ქონდეს აპლიაკცია Aarogya Setu.

 

უცხოეთიდან მომავალმა ყველა მგზავრმა, გამგზავრებამდე:

 

  • Air Suvidha პორტალზე (www.newdelhiairport.in/airsuvidha/apho-registration) უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა (self-declaration form), რომელშიც აგრეთვე მითითებული იქნება ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია. აღნიშნული ფორმა მგზავრებმა თან უნდა იქონიონ ქვეყანაში შესვლისას;
  • უნდა ატვირთოს, მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩატარებული COVID-19 RT-PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მოწმობა ან COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების მოწმობა. 2022 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, ინდოეთი აღიარებს შემდეგ ქვეყნებში გაცემულ ვაქცინაციის მოწმობებს: https://www.newdelhiairport.in/pdf/ListofCountries-22Aug2022.pdfამ ქვეყნების სიაში შესულია საქართველოც.
  • 5 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუბლებულნი არიან ტესტის ჩატარების ვალდებულებისგან, როგორც გამგზავრებამდე, ასევე ქვეყანაში შესვლის შემდეგ. თუმცა, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მათ უნდა ჩაუტარდეთ ტესტი და გაიარონ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები;
  • უნდა წარადგინოს დეკლარაცია წარდგენილი ინფორმაციის აუთენტურობის თაობაზე. ყალბი ინფორმაციისა და მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, მათი ამგვარი ქმედება ექვემდებარება სისხლის სამართლებლივ დევნას.

 

აეროპორტში, ჩასულ მგზავრებს უტარდებათ თერმოსქრინინგი. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ხდება ასეთი მგზავრების იზოლირება, რის შემდეგ მათ უტარდებათ COVID-ტესტი. დადებითი შედეგის შემთხვევაში, მგზავრი გადის მკურნალობას დადგენილი პროტოკოლის მიხედვით.

 

უცხოეთიდან ჩასული მგზავრებიდან შემთხვევითი წესით შერჩეულ დაახლოებით 2 %-ს აეროპორტშივე უტარდებათ COVID-19 RT-PCR ტესტი. ასეთ მგზავრებს აეროპორტის დატოვება შეუძლიათ უშუალოდ ტესტისთვის ნიმუშების აღების შემდეგ. ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, მგზავრები დაექვემდებარებიან დადგენილი პროტოკოლის მიხედვით მკურნალობას.

 

ყველა მგზავრმა ქვეყანაში შესვლიდან მომდევნო 14 დღის განმავლობაში უნდა აწარმოოს მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი.

 

თუ მგზავრებს ჯანმრთელობის მონიტორინგის 14-დღიან პერიოდში გამოუვლინდებათ COVID-19-ის სიმპტომები, ამ შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გადავიდნენ თვითიზოლაციაში და ამის შესახებ აცნობონ უახლოეს ჯანდაცვის დაწესებულებას ან დარეკონ დახმარების ერთიან ეროვნულ (1075) ან ცალკეული შტატის დახმარების ნომრებზე, იხილეთ ბმულზე.: https://www.newdelhiairport.in/pdf/Guidelines-for-International-arrivals-updated-on-10th-February-2022-11-02-22.pdf

 


 დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

ბმული 1

ბმული 2 

ბმული 3 

 


 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 06.09.2022 წელს