ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ზოგადი ინფორმაცია
2023 წლის 15 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნებისმიერი კატეგორიის ვიზის მოთხოვნის/აღების უფლება ეძლევათ, მათ შორის ტურისტული და მკურნალობის მიზნით.
ნებისმიერმა მგზავრმა, რომელიც მიემგზავრება საქართველოდან ჩინეთში, გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა ჩაიტაროს RT-RCP ტესტირება (აუცილებელია ინგლისურენოვანი და ბეჭედდასმული ტესტის პასუხის წარდგენა). შესაბამისი ტესტის პასუხში უნდა იყოს მითითებული აპლიკანტის სახელი და გვარი, პასპორტის ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი და სხვა. ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მგზავრს ეძლევა ჩინეთში გამგზავრების უფლება. ჩინეთში გამგზავრებამდე ტესტის პასუხს ასევე ითხოვს ავიაკომპანია.
ხოლო პირები, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოდან ჩინეთში პირდაპირი ფრენით, გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა ჩაიტარონ RT-RCP ტესტი ან სწრაფი ანტიგენის ტესტი (RAT). ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მგზავრს ეძლევა ჩინეთში გამგზავრების უფლება. ამ შემთხვევაში ავიაკომპანიის მხრიდან მგზავრს არ მოეთხოვება ტესტის პასუხის წარდგენა.
ყველა მგზავრს, რომელიც მიემგზავრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მგზავრობის დროს მოეთხოვება სამედიცინო პირბადის ტარება.
ჩინეთში მიმავალ მგზავრებს შეუძლიათ თავად აირჩიონ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრის კვეთის ჯანმრთელობის დეკლარაციის ბარათის“ შევსების რომელიმე ქვემოთ მოცემული მეთოდი:
1) WeChat-ის მინი პროგრამა „海关旅客指尖服务“ (Customs Passenger FingertipService)
2) ვებ-გვერდი: https://htdecl.chinaport.gov.cn/htdeclweb/home/pages/healthDeclare/declare.html
3) „掌上海关“-ის (CHINA CUSTOMS) აპლიკაცია
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში შესვლის წესები
ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციები მოხსნილია, საზღვარზე ხორციელდება მხოლოდ ტერმოსქრინინგი. თუმცა, თუ ჰონგ-კონგიდან მგზავრი კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე მიემგზავრება, მაშინ ტესტი და დეკლარაცია აუცილებელია.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.coronavirus.gov.hk/eng/inbound-travel.html
https://www.coronavirus.gov.hk/sim/inbound-travel-faq.html
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
განახლებულია 27.06.2023