საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლისათვის განსაზღვრული სხვა გარემოებები
 
1. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 10 დღეს.
 
ყურადღება !  მგზავრებს ეზღუდებათ უფლება დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები
 
2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე, თუ ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა. მისი საქართველოში უვიზოდ ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს;
 
3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის , საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელი აღნიშნული დოკუმენტების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე.
 
4. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს, მიუხედავად მოქალაქეობისა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებს, მათ შორის, გაეროს ლესე-პასეს მფლობელებს, საქართველოში სამუშაოდ პირველად შემოსვლისათვის ესაჭიროებათ ვიზა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
 
5. უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ქვემოთ მითითებული რომელიმე ქვეყნის მოქმედი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ საქართველოში  (საქართველოს ვიზის გარეშე) შემოსვლა და ყოფნა 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით.
 
საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის მიზნით, შესაბამისი ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მოქმედი უნდა იყოს საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.
 
 
ქვეყანა
უვიზოდ ყოფნის
მაქსიმალური ვადა 
ავსტრალიის თანამეგობრობა
ნებისმიერ 180 დღიან
პერიოდში 90 დღე

ავსტრიის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ამერიკის შეერთებული შტატები
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

არაბთა გაერთიანებული საამიროები
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
ახალი ზელანდია
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ბაჰრეინის სამეფო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ბელგიის სამეფო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
ბულგარეთის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
დანიის სამეფო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო*
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ესპანეთის სამეფო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ესტონეთის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

იაპონია
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
ირლანდიის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
ისლანდია
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
ისრაელის სახელმწიფო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
იტალიის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
კანადა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
კატარის სახელმწიფო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
კვიპროსის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

კორეის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
ლატვიის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
ლიეტუვის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ლიხტენშტაინის სამთავრო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

მალტის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ნიდერლანდების სამეფო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ნორვეგიის სამეფო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ომანის სასულთნო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
პოლონეთის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
პორტუგალიის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
რუმინეთი
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

საბერძნეთის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

საუდის არაბეთის სამეფო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

საფრანგეთის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

სლოვაკეთის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

სლოვენიის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
უნგრეთი
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ფინეთის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ქუვეითის სახელმწიფო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

შვედეთის სამეფო
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

შვეიცარიის კონფედერაცია
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე
ჩეხეთის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე

ხორვატიის რესპუბლიკა
ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე