საკონსულო ლეგალიზაცია

 

საკონსულო ლეგალიზაცია ნიშნავს უცხო ქვეყნების ხელისუფლების ორგანოების მიერ, ან მათი მონაწილეობით გაცემული დოკუმენტის საქართველოში გამოყენების მიზნით დამოწმების პროცედურას.  დამოწმების გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ დოკუმენტის საქართველოში გამოყენებას.

 

უცხო ქვეყანაზეა დამოკიდებული მის მიერ გაცემულ დოკუმენტს ესაჭიროება ლეგალიზაციის პროცედურები, აპოსტილით დამოწმება თუ საერთოდ გათავისუფლებულია ყოველგვარი დამოწმების მოთხოვნისგან. გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი ცხრილი.  
საკონსულო ლეგალიზაციის საფუძველია ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადება.

 

საკონსულო ლეგალიზაცია ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

მომსახურება შესაძლებელია გაწეულ იქნას როგორც საკონსულო სამსახურში უშუალო ვიზიტისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით მომსახურების მოთხოვნის გზით.

 

საქართველოს საკონსულო სამსახური განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასამოწმებელ დოკუმენტზე უკვე განხორციელდა შესაბამისი უცხო ქვეყნის  შიდა სახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურები. 


წარსადგენი დოკუმენტები

  • https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit
  • სალეგალიზაციო დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);
  • წარმომადგენლის მეშვეობით ლეგალიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილია მხოლოდ დოკუმენტის თარგმანი;
  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები ან აქტები  არ ექვემდებარება საკონსულო ლეგალიზაციას;
  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის სრულყოფილი;
  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი საჭიროებს თარგმანს;
  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ბეჭედი და ხელმოწერა არ მოიპოვება, ან არ ედრება რეესტრში დაცულ ნიმუშებს;
  • სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი, ან აქტი არ არის გაცემული საკონსულო ოლქის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
  • არ იქნა წარმოდგენილი მომსახურების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;

 

მომსახურების საკონსულო მოსაკრებელია თითოეული დოკუმენტისათვის 15 აშშ დოლარი, ან მისი ექვივალენტი ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში.

 

ქვემოთ მოცემული შეღავათით ისარგებლებენ შემდეგი კატეგორიის პირები:
50 % თავისუფლდება

  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • იძულებით გადაადგილებულ პირებად – დევნილებად ცნობილნი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები.

100 % თავისუფლდება

  • პირები საქართველოში ნეშთის გადმოსვენებისათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციის შესრულებისას;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

 

ცნობისათვის: ზემოაღნიშნული გარემოებები უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით.

 

ტარიფის გამოთვლა