შვეიცარიის კონფედერაციაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დღიური მინიმალური თანხა:  100 შვეიცარიული ფრანკი

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება შესაძლებელია თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათით, დაფინანსების შესახებ ცნობით ან მასპინძლის საგარანტიო წერილით.

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი:  კერძო პირთან განთავსების შემთხვევაში, სასურველია მოწვევის წერილის წარმოდგენა.

მოწვევის წერილი უნდა იყოს მასპინძლის მიერ შედგენილი შვეიცარიის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (გერმანული, ფრანგული ან იტალიური). იმ შემთხვევაში, თუ წერილი შედგენილია სხვა ენაზე, საჭიროა შესაბამისი თარგმანის წარმოდგენა. წერილს არ ესაჭიროება რაიმე სახის ოფიციალური დამოწმება. ის უნდა შეიცავდეს შემდეგ დეტალებს:

  • განცხადება, რომ თქვენი მოწვევის სურვილის თაობაზე
  • მასპინძლის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა
  • ვიზიტის ხანგრძლივობა
  • წერილის შედგენის თარიღი და მასპინძლის ხელმოწერა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განთავსებას და საკვებს უზრუნველყოფს მასპინძელი, ეს ინფორმაციაც უნდა იყოს ასახული მოწვევის წერილში. ასევე, ნებისმიერი სხვა დეტალი, რაც თქვენს შვეიცარიაში მგზავრობის მიზნებს უკავშირდება.

 

 

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

 

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.