მოწვევა

მოწვევა არის საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების, საერთაშორისო ორგანიზაციის წერილობითი შუამდგომლობის შემცველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი.

ვიზის გამცემ ორგანოს მოწვევა უნდა წარედგინოს საქართველოში სანოტარო წესით დამოწმებული დედნის სახით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაძლებელია მოწვევის სანოტარო წესით დამოწმების ფაქტის გადამოწმება სსიპ − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინტერნეტგვერდის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, ვიზის გამცემ ორგანოს მოწვევა შეიძლება წარედგინოს ასლის სახით. მოწვევის გამცემი პირი მოწვევის გაცემის მომენტში უნდა იმყოფებოდეს საქართველოში.

 

ჩამოტვირთეთ მოწვევის ფორმა:

 
მოწვევის ფორმა
გაიცემა საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში
ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიერ
 
 
მოწვევის ფორმა
გაიცემა საქართველოში რეგისტრირებული
იურიდიული პირის მიერ