მოლდოვას რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

    ზოგადი ინფორმაცია

 

მოლდოვას რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, COVID-19-თან დაკავშირებული ყველას სახის მოთხოვნა/რეგულაცია გაუქმებულია.

 

 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობამ 2022 წლის 23 თებერვლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვა რიგ შეზღუდვებთან/რეგულაციებთან ერთად, ამოქმედდა სპეციალური რეჟიმი მოლდოვას რესპუბლიკაში შესვლაზე ან/და ტრანზიტით გავლაზე. კერძოდ:

 

  • საქართველოს მოქალაქეებს უკრაინა-მოლდოვას საზღვრის კვეთა (უკრაინიდან მოლდოვას მიმართულებით) შეუძლიათ მათ შორის ეროვნული ID ბარათის ან დაბადების მოწმობის საფუძველზე.
  • სხვა შემთხვევაში, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტით სარგებლობისას საქართველოს მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი.

ბ) მგზავრობის მიზნის, ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად/სხვა სახელმწიფოში ტრანზიტისათვის საკმარისი ფინანსური სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

დ) ტრანზიტით გავლის შემთხვევაში - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიას.  

 

დაწესებულია შეზღუდვა ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. 21 მარტიდან  შეზღუდული რაოდენობის ფრენები ხორციელდება კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტიდან. მოლდოვას მიმართულებით დანიშნული გარკვეული ავიაკომპანიები ფრენებს კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად მოლდოვას მეზობელ სახელმწიფოში, რუმინეთში ქ. იასიში ახორციელებენ   (კიშინეუდან 150 კილომეტრში). შესაბამისად, ბილეთების შეძენამდე რეკომენდირებულია ინფორმაციის წინასწარ გადამოწმება უშუალოდ ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან.

 

 


 დამატებითი ინფორმაცია 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: ბმული 1;   ბმული 2;    ბმული 3; 

 


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 05.08.2022 წელს