უნგრეთში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

2022 წლის 7 მარტს ძალაში შევიდა უნგრეთის მთავრობის დადგენილება პანდემიისგან დაცვის გარკვეული ზომების შეწყვეტის შესახებ, რითაც გაუქმებულ იქნა უნგრეთის მთავრობის დადგენილება ეპიდემიოლოგიური მზადყოფნის მდგომარეობის პერიოდში მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ.

ზემოაღნიშნული დოკუმენტის თანახმად, უნგრეთის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, საავტომობილო, სარკინიგზო თუ საჰაერო გზით, შეზღუდვების გარეშე (ანუ მოხსნილია ვაქცინაციის საბუთის წარდგენის ვალდებულება).

საგულისხმოა, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა!

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში: ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი, საკმარისი ოდენობის თანხა უნგრეთში ყოფნის პერიოდში.

ბმული: https://www.police.hu/en/content/for-the-attention-of-travelers

 დამატებითი ინფორმაცია 

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ამ ვებ-გვერდზე.

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

 

 განახლებულია 07.03.2022 წელს