ისრაელის სახელმწიფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ზოგადი ინფორმაცია
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორატის რეკომენდაციების შესაბამისად, ისრაელში შემოსასვლელად მოხსნილია ყველა სახის COVID-19-შეზღუდვა და აღარ არის საჭირო ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების სერთიფიკატის და კოვიდ-ტესტის პასუხის წარდგენა.
ისრაელში გამგზავრებისას ძალაშია შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები:
- გამოფრენამდე 10 დღის განმავლობაში ვიზიტორმა უნდა შეავსოს აპლიკაცია – https://corona.health.gov.il/en/flights/ , რომელიც უნდა წარადგინოს გამოფრენისას (შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ციფრული, ასევე ფიზიკური ასლი)
- ვიზიტორის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი უნდა მოიცავდეს Covid19-ვირუსის მკურნალობას.
რომელიმე ზემოაღნიშნული პირობის დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ისრაელში შესვლაზე უარის თქმა 5 წლამდე ვადით.
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://corona.health.gov.il/en/abroad/arriving-by-air/
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
განახლებულია 04.08.2022 წელს