კატარის სახელმწიფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

   გთხოვთ გაითვალისწინოთ:

 

კატარში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, კატარის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 23 დეკემბრამდე კატარში შეიზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა. 2022 წლის 1 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე შეწყდება ვიზიტორებისთვის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო საზღვრებზე კატარის ვიზის გაცემა. ხსენებულ პერიოდში კატარის სახელმწიფოში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ე.წ. Hayya Card-ის მქონე საქართველოს მოქალაქეები.

 

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე პირებზე და დოჰას გავლით ტრანზიტით მიმავალ მგზავრებზე.

 

Hayya Card-ი წარმოადგენს უნიფიცირებულ ბარათს, რომლის ფლობა აუცილებელია ხსნებულ პერიოდში კატარის საზღვრის გადასაკვეთად და ჩემპიონატის მსველობისას საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, ასევე უფასო საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისთვის. Hayya Card-ი შესაძლოა იყოს როგორც ციფრული, ასევე ბეჭდური სახის. Hayya Card-ი გაიცემა მხოლოდ იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის რომელიმე მატჩზე დასწრების ბილეთებს. ბილეთის შეძენის შემდეგ მოქალაქემ აუცილებელია წარადგინოს განაცხადი Hayya Card-ის მისაღებად შემდეგ ბმულზე: https://hayya.qatar2022.qa, ასევე ჩამოტვირთოს და გააქტიუროს „Hayya to Qatar 2022“ აპლიკაცია საკუთარ მობილურ ტელეფონზე.


 

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

კატარის სახელმწიფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან ნაწილობრივ მოიხსნება COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. კერძოდ, აღარ იქნება სავალდებულო:

  • PCR- ან სწრაფი ტესტის ჩატარება გამგზავრებამდე
  • ონლაინ რეგისტრაცია
  • კატარის ბინადრობის მქონე პირები თავისუფლდებიან ვალდებულებისაგან, ჩაიტარონ ტესტი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.

 

ძალაში რჩება შემდეგი რეგულაციები:

 

  • კატარში ჩასულმა ნებისმიერმა მგზავრმა საკუთარ მობილურ მოწყობილობაზე უნდა გადმოწეროს და გაააქტიუროს სპეციალური აპლიკაცია - Ehteraz. ამისათვის მგზავრს უნდა ჰქონდეს ან კატარის მობილური სერვისების პროვაიდერი ერთ-ერთი კომპანიის (Ooredoo, Vodafone) ან საერთაშორისო SIM ბარათი, საჭიროების შემთხვევაში SIM ბარათები ხელმისაწვდომია ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში და აბუ სუმრას სასაზღვრო პუნქტში.

 


 

 ტრანზიტით გავლის პირობები

 

ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში ტრანზიტულ მგზავრებს არ მოეთხოვებათ PCR ტესტის პასუხი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოთხოვნილია მგზავრის დანიშნულების ქვეყნის მიერ.

 


 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

 

კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი

 


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 28.10.2022 წელს