ირანის ისლამურ რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

 ზოგადი პირობები

 

 

კორონას ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შესვლისათვის განისაზღვრა შემდეგი ახალი წესები:

  • აფრიკის 8 ქვეყნიდან - ბოტსვანა, ნამიბია, ესვატინი, ლესოთო, მოზამბიკი, ზიმბაბვე, მალავი და სამხრეთ აფრიკა - 2021 წლის 19 დეკემბრიდან 15 დღის განმავლობაში მგზავრების შემოსვლა პირდაპირი გზით და ტრანზიტით აკრძალულია.
  • მგზავრების შემოსვლა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ინფორმაციის განახლებამდე, უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:
    • მგზავრები წარადგენენ ორი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობას;
    • მგზავრები წარადგენენ უარყოფით PCR ტესტს 24 საათიდან 72 საათამდე მოქმედების ვადით;
    • საზღვარზე შემოსვლისას, საეჭვო პირებს საკუთარი ხარჯით უკეთდებათ PCR ტესტი.
  • ინგლისიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან და საფრანგეთიდან პირდაპირ ან ტრანზიტით შემოსულ ყველა მგზავრს, 2021 წლის 19 დეკემბრიდან მომდევნო 15 დღის განმავლობაში საზღვარზე შემოსავლისას თან უნდა ჰქონდეს ორი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა და კორონას უარყოფითი PCR ტესტი 24 საათიდან 72 საათამდე მოქმედების ვადით და შემოსვლის დროს, მათ განმეორებით უნდა გაუკეთდეთ კორონას PCR ტესტი. პირები, რომლებსაც ექნებათ სიმპტომები, ტესტის პასუხის მოსვლამდე უნდა დარჩნენ კარანტინში, ხოლო დანარჩენმა პირებმა ტესტის პასუხის მიღებამდე თავი უნდა შეიკავონ სხვა პირებთან კონტაქტისაგან (სახლში ან საცხოვრებელ ადგილას). უნდა აღინიშნოს, რომ ის პირები, რომელთა კორონას PCR ტესტი იქნება დადებითი, 14 დღის ვადით თავისი ხარჯით უნდა განთავსდნენ კარანტინში.

 

8 წლის და მეტი ასაკის მგზავრისათვის სავალდებულოა PCR/სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ინგლისურ ენაზე.

ჩატარებული ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირი გადაყვანილ იქნება ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკარანტინე ადგილებში 14 დღის ვადით. საკარანტინე ზონაში ცხოვრებისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯების გადახდა ეკისრება დაავადებულ მგზავრს.


 

დიპლომატები, ოფიციალური და სამთავრობო დელეგაციების წევრები არ არიან ვალდებულნი, წარადგინონ PCR/სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ისინი საზღვარზე გაივლიან შემოწმებას (სკრინინგი) და საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, წერილობით კისრულობენ ვალდებულებას, განახორციელონ თვითიზოლაცია საელჩოს ტერიტორიაზე ან სხვა კონკრეტულად განსაზღვრულ ადგილას მანამ, სანამ არ მიიღებენ ტესტის უარყოფით პასუხს. დადებითი პასუხის შემთხვევაში სავალდებულოა კარანტინში დაჩენა 14 დღის განმავლობაში. ზემოხსენებული კატეგორიის მგზავრები თავისუფლდებიან ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდისაგან.


 

 ტრანზიტით გავლის პირობები

ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანზიტით გავლა ნებადართულია. მგზავრები ექვემდებარებიან იგივე რეგულაციებს, რაც დადგენილია ქვეყანაში შემავალი პირებისათვის.


 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასაზღვრო პუნქტზე შესვლისას საჭიროა მგზავრის კოვიდ-ისტორიის დაფიქსირება სპეციალურ განაცხადში: COVID-19 Self Declaration Form.

ინფორმაცია COVID-19 რეგულაციების შესახებ არ არის განთავსებული ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების ვებ-გვერდებზე. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე


 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 23.12.2021 წელს