საუდის არაბეთში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 ზოგადი ინფორმაცია

საუდის არაბეთში შესვლა შეიძლება მხოლოდ სამუშაო ვიზით ან განსაკუთრებული ნებართვით. შეზღუდვა არ ვრცელდება დიპლომატებზე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე, თუმცა აუცილებელია ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.


 

 კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

ზემოთ მითითებული კატეგორიიდან, პირებს, რომლებიც წარმოადგენენ ვაქცინირების  დამადასტურებელ სერტიფიკატებს (Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson), არ ეხებათ სავალდებულო კარანტინი.

 

ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

 

ამასთანავე, სამეფოში შესასვლელად, მათ შორის საუდის არაბეთის მოქალაქეებისათვის, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად, აუცილებელია ბოლო 48 საათიის განმავლობაში გაკეთებული PCR ან ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

 

ვაქცინირებული მშობლების თანმხლები არავაქცინირებული არასრულწლოვანი პირებისათვის აუცილებელია 48 საათიანი PCR ტესტი და შემდგომი თვითიზოლაცია, სახლის პირობებში.

ვაქცინირებულმა მგზავრებმა საუდის არაბეთში გაფრენამდე უნდა შეიტანონ თავისი მონაცემები შესაბამის ონლაინ პორტალზე.


 

 კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

2021 წლის 20 მაისიდან ძალაში შესული რეგულაციების თანახმად, ქვეყანაში შესული არავაქცინირებული მგზავრები ექვემდებარებიან 7 დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით. ასევე მათ უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, რომლითაც დაიფარება Covid-ით ინფიცირების შემთხვევაში საჭირო მკურნალობის ხარჯები.

საუდის არაბეთში ჩასვლიდან მეექვსე დღეს, მათ უტარდებათ შესაბამისი ტესტი, ასევე, საკუთარი ხარჯებით.


 

 ტრანზიტით გავლის პირობები

ტრანზიტით გავლა აკრძალულია შემდეგი 9 ქვეყნიდან: არგენტინა, ინდონეზია, ინდოეთი, პაკისტანი, ბრაზილია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა, ლიბანი და ეგვიპტე. აკრძალვა არ ვრცელდება  დიპლომატებზე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე. აუცილებელია შესაბამისი PCR ტესტის წარდგენა

 დამატებითი ინფორმაცია 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: ბმული 1;   ბმული 2;


 

 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 08.02.2022 წელს