სერბეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, 2022 წლის 3 მაისიდან სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე როგორც სერბეთის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აღდგა თავისუფალი შესვლის რეჟიმი, რაც გულისხმობს ყველა საკონტროლო და შემზღუდავი მექანიზმის (ნეგატიური PCR-ტესტი, სწრაფი ანტიგენ ტესტი, ვაქცინაციის სერთიფიკატი და ვირუსის გადატანის დამადასტურებელი სერთიფიკატი) გაუქმებას.

ძალაში რჩება რეკომენდაცია დახურულ სივრცეში პირბადის ტარების შესახებ, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის ტარება კვლავაც სავალდებულოა.

 დამატებითი ინფორმაცია 

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ამ ბმულზე.


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 03.05.2022 წელს