საფრანგეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

2021 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთმა საქართველო შეიყავანა წითელი ზონის ქვეყნების სიაში.

ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ტუნისი და თურქეთი.

 

 კოვიდვაქცინირებულთა შესვლის პირობები

წითელი ზონიდან (საქართველო მიეკუთვნება წითელ ზონას) - ვაქცინირებული პირები საფრანგეთში შედიან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით) იმ შემთხვევაში, თუ:

 

  • Pfizer, Moderna, AstraZeneca - მეორე დოზიდან გასულია 7 დღე ;
  • ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა ;
  • COVID გადატანილი პირების აცრიდან გასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა);
  • პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ სინოფარმის (BBIBP-CorV) და სინოვაკის (CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, მიიღეს ასევე Pfizer ან Moderna ერთი დოზა და გასულია 7 დღე.

    აცრილი პირების მიმართ დადგენილი ნორმები ვრცელდება მათ თანმხლებ არასრულწლოვნებზე, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აცრილნი. თუმცა, თუ ბავშვი არ არის აცრილი, 12 წლიდან მაინც სავალდებულოა PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

- ვაქცინირებულმა პირებმა, ასევე, უნდა წარადგინონ შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. იხ. შესავსები ფორმა: https://www.interieur.gouv.fr/content/download/128887/1027818/file/20-07-2021-engagement-sur-l-honneur-rouge-version-anglaise.docx

 

 ამ ეტაპზე ქართული კოვიდ სერტიფიკატის ონლაინ გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტებისთვის. ვრცლად უცხოელი სტუდენტის მხრიდან ფრანგული სანიტარული პასპორტის (კოვიდ სერტიფიკატის) მოთხოვნის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე

 

   სხვა პირებს კი ქართული კოვიდ სერტიფიკატის ფრანგულ კოვიდ პასპორტზე გადაცვლის შესაძლებლობა აქვთ საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე აფთიაქებში. მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ პასპორტი და ვაქცინაციის სერტიფიკატი, მატერიალური ფორმით. სერტიფიკატი არ საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას. მომსახურება ფასიანია, ხოლო აფთიაქების სია, სადაც შესაძლებელია ამ სერვისის მიღება ხელმისაწვდომია საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ვებ-გვერდზე.


 

 კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

წითელი ზონიდან არავაქცინირებული პირის საფრანგეთში გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში, ტესტის წარდგენისა და 10 დღიანი კარანტინის პირობით, საკუთარი ხარჯებით:

1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები.

2. ევროკაშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.

3. პირები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.

4. პირები, რომლებიც ფლობენ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძლევადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრელვადიან ვიზას.

5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებული პირები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით.

6. პირები, რომლებიც დიპლომატიურ ან საკონსულო საქმიანობას ახორციელებენ, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს საფრანგეთში, ასევე, მათი მეუღლე და შვილები.

7. 24 საათზე ნაკლები დროით საერთაშორისო ზონაში მყოფი მგზავრი, ტრანზიტის განსახორციელებლად.

აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ:

- ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხი;

- შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 დამახასიათებელი სიმპტომები. იხ. ფორმა: https://www.interieur.gouv.fr/content/download/128887/1027818/file/20-07-2021-engagement-sur-l-honneur-rouge-version-anglaise.docx

 - შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ დაიცავს საფრანგეთში დადგენილ კარანტინისა და იზოლაციის პირობებს. იხ. ფორმა: https://www.interieur.gouv.fr/content/download/129564/1032508/file/22-10-2021-attestation-entree-pays-rouges-version-anglaise.docx


 

 იზოლაცია /კარანტინი

- წითელი ზონიდან შემოსული არავაქცინირებული პირი ექვემდებარება 10 დღიან სავალდებულო კარანტინს. კარანტინის გავლა მოხდება წინასწარ, მოქალაქის მიერ დაჯავშნილ ადგილზე ან სახელმწიფოს მიერ შერჩეულ სასტუმროში. ნებისმიერ შემთხვევაში, 10 დღიანი კარანტინის ხარჯებს დაფარავს თავად მოქალაქე.

საზღვარზე, ასევე, სავალდებულოა საფრანგეთში საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის საკარანტინო პირობებთან შესაბამისობას, საზღვრის კვეთისას შეამოწმოებს სპეციალური სამსახური და პირს ეცნობება გადაწყვეტილება კარანტინის აღნიშნულ მისამართზე გავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.


 

 დამატებითი ინფორმაცია 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: ბმული 1; 
 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

 

 განახლებულია 11.11.2021 წელს