კვიპროსის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

  ზოგადი ინფორმაცია

კვიპროსის რესპუბლიკაში შესასვლელად ყველა სახის Covid-19-ის შეზღუდვა მოიხსნა,  შესაბამისად მოქალაქემ უნდა წარადგინოს მხოლოდ საზღვრის კვეთისთვის საჭირო სამგზავრო დოკუმენტები.

ამ ეტაპზე ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და აღარ არის სავალდებულო ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენა სხვადასხვა ობიექტებში.

ავტობუსებში/ტაქსებში პირბადის ტარება სავალდებულოა.

თუ მოქალაქეს კვიპროსის რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს დაემართა Covid-19, კვიპროსის მთავრობა უზრუნველყოფს მისი გამოჯანმრთელების ხარჯებს - ხდება მოქალაქის გადაყვანა წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, დაიფარება მისი ცხოვრების/განთავსების, კვების და მკურნალობის ხარჯები. გამოჯანმრთელების შემდეგ, მოქალაქე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს აეროპორტში გამგზავრებასა და ახალი ავია ბილეთის შეძენას.

ასევე, დაინფიცირებულ მოქალაქეს აქვს ალტერნატივა -  თავისი ხარჯებით უზრუნველყოს თვითიზოლაცია, კერძო სახლში ან ნაქირავებ ბინაში, სადაც იქნება მარტო.

თვითიზოლაციის დღეების რაოდენობა წარმოადგენს 7 დღეს, ტესტის დადებითი პასუხიდან.

7 დღის გასვლის შემდეგ, არ არის სავალდებულო დამატებითი ტესტის გაკეთება. შესაძლებელია თვითიზოლაციის დღეების შემცირება 5 დღემდე, იმ შემთხვევაში თუ პირი ვირუსის დადასტურებიდან მეხუთე დღეს საკუთარი ხარჯებით გაიკეთებს ტესტს და პასუხი იქნება უარყოფითი.

„ახლო კონტაქტი“-სთვის რეკომენდირებულია ტესტირება კონტაქტიდან მესამე და მეხუთე დღეს. იმ ახლო კონტაქტისთვის, ვინც არ არის სრულად ვაქცინირებული ან ახალი გამოჯანმრთელებული, ან სრული ვაქცინაციიდან გასულია 7 თვე, მესამე და მეხუთე დღეს  ტესტირება არის სავალდებულო.

საჭიროების შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +35722524264 ან +35722514258/9 (ორშაბათი-კვირა 08:00-20:00). E-Mail: contacttracing2@moh.gov.cy

განახლებული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.visitcyprus.com/index.php/en/


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

 

 განახლებულია 06.06.2022 წელს