მალაიზიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

  ზოგადი ინფორმაცია

 

13 წლისა და ზემოთ ასაკის სრულად ვაქცინირებულ პირებს მოეთხოვებათ:

  • მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე პირს მოეთხოვება მობილური ტელეფონებისათვის შექმნილი MySejahtera-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა (http://mysejahtera.malaysia.gov.my/intro_en/) და აღნიშნული აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში ჯანმრთელობის/ვაქცინაციის შესახებ აპლიკაციის ფორმის შევსება.

 

12 წლისა და ქვემოთ ასაკის პირებს მოეთხოვებათ:

  • მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე პირს მოეთხოვება მობილური ტელეფონებისათვის შექმნილი MySejahtera-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა (http://mysejahtera.malaysia.gov.my/intro_en/) და აღნიშნული აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში ჯანმრთელობის/ვაქცინაციის შესახებ აპლიკაციის ფორმის შევსება.

 

არასრულად ან არავაქცინირებულ 17 წლისა და ქვემოთ ასაკის პირებს მოეთხოვებათ:

  • მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე პირს მოეთხოვება მობილური ტელეფონებისათვის შექმნილი MySejahtera-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა (http://mysejahtera.malaysia.gov.my/intro_en/) და აღნიშნული აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში ჯანმრთელობის/ვაქცინაციის შესახებ აპლიკაციის ფორმის შევსება;
  • მგზავრობამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის აღება;
  • მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში ანტიგენის ტესტის (პროფესიული ტესტი) აეროპორტში ან ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში აღება (ანტიგენის ტესტის საფასურის გადახდა ხდება მალაიზიაში ჩამოსული პირის მიერ).

 

არასრულად ან არავაქცინირებულ 18 წლისა და ზემოთ ასაკის პირებს მოეთხოვებათ:

  • მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე პირს მოეთხოვება მობილური ტელეფონებისათვის შექმნილი MySejahtera-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა (http://mysejahtera.malaysia.gov.my/intro_en/) და აღნიშნული აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში ჯანმრთელობის/ვაქცინაციის შესახებ აპლიკაციის ფორმის შევსება
  • მგზავრობამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის აღება;
  • მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში ანტიგენის ტესტის (პროფესიული ტესტი) აეროპორტში ან ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში აღება (ანტიგენის ტესტის საფასურის გადახდა ხდება მალაიზიაში ჩამოსული პირის მიერ).

 

მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლის დროს ანტიგენის ტესტის (პროფესიული ტესტი) გავლის წინასწარი დაჯავშნა შესაძლებელია შემდეგ ინტერნეტ-გვერდზე -  https://airport.doctor2u.my/

 

მალაიზიაში სრულად ვაქცინირებულად ითვლება ის პირი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლამდე ვაქცინირებულია ორდოზიანი ვაქცინის ორივე დოზით ან ერთდოზიანი ვაქცინით და ამასთან მიღებული აქვთ ბუსტერის დოზაც.

მალაიზიაში აღიარებული ვაქცინების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ინტერნეტ-გვერდზე -  https://covid19.trackvaccines.org/country/malaysia/

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე მოეთხოვებათ მობილური ტელეფონებისათვის შექმნილი MySejahtera-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა (http://mysejahtera.malaysia.gov.my/intro_en/) და აღნიშნული აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში ჯანმრთელობის/ვაქცინაციის შესახებ დეკლარაციის შევსება.

 

პირმა საკუთარი ვაქცინაციის სერტიფიკატის რეგისტრაციისთვის და ვაქცინაციის დამადასტურებელი მალაიზიური ციფრული სერტიფიკატის მისაღებად მალაიზიის ტერიტორიაზე შემოსვლამდე 5 დღით ადრე MySejahtera-ს აპლიკაციის traveller-ის განყოფილებაში უნდა წარადგინოს/შეავსოს სააპლიკაციო ფორმა.

 



 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 16.08.2022 წელს