ინდონეზიის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 ზოგადი ინფორმაცია:

 

ინდონეზიის რესპუბლიკაში Covid-19 პანდემიის ფონზე მოქმედებს შემდეგი რეგულაციები:

  • მოიხსნა მგზავრობამდე ჩატარებული RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება.
  • გაუქმებულია კარანტინის მოთხოვნა სრულად ვაქცინირებული (მგზავრობამდე სულ მცირე 14 დღით ადრე) მგზავრებისთვის.
  • არავაქცინირებული ან ნაწილობრივ ვაქცინირებული მგზავრებისთვის სავალდებულო საკარანტინე ვადა განისაზღვრება 5 დღით. 18 წლამდე და/ან სპეციალური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები ექვემდებარებიან მათი მშობლების/მზრუნველების მიმართ მოქმედ პროტოკოლს.
  • ინდონეზიის ტერიტორიაზე შესვლისას, მგზავრებს ჩაუტარდებათ შემოწმება. 37.5-ზე დაბალი ტემპერატურის და კოვიდ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მგზავრი გათავისუფლდება განმეორებითი RT-PCR ტესტის ჩატარების ვალდებულებისგან, სიმპტომების ან ტემპერატურის (37.5-ზე მაღალი) დადასტურების შემთხვევაში -სავალდებულოა RT-PCR ტესტის ჩატარება.
  • ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულება არ აქვთ დიპლომატიური/ოფიციალური ვიზის მფლობელებს, რომლებიც შესაბამისი ვიზიტით მიემგზავრებიან ინდონეზიაში.
  • მოქალაქეებს, რომლებიც ვერ იცრებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოეთხოვებათ ექიმის შესაბამისი ცნობა.

 

ცვლილებები შევიდა ქვეყნის შიგნით გადაადგილებასთან დაკავშირებით მოქმედ რეგულაციებში:

  • მესამე დოზით ვაქცინირებულ მოქალაქეებს აღარ მოეთხოვებათ RT-PCR ან ანტიგენის ტესტის პასუხის წარდგენა.
  • მხოლოდ ორი დოზით ვაქცინირებულ მოქალაქეებს მოეთხოვებათ მგზავრობამდე 72 სთ-ით ადრე აღებული RT-PCR ან 24 სთ-ით ადრე აღებული ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი.
  • მხოლოდ ერთი დოზით  ვაქცინირებულ მოქალაქეებს მოეთხოვებათ მგზავრობამდე 72 სთ-ით ადრე აღებული RT-PCR  ტესტის უარყოფითი პასუხი.
  • მოქალაქეებს, რომლებიც ვერ იცრებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მგზავრობამდე 72 სთ-ით ადრე აღებულ RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხზე დამატებით, მოეთხოვებათ ექიმის ცნობა.
  • საერთაშორისო მგზავრებს, რომლებმაც გაიარეს კარანტინი ან ჩაუტარდათ კოვიდ-19 მკურნალობა და ვერ იღებენ ვაქცინის მეორე დოზას, მოეთხოვებათ შესაბამისი ცნობის (მაგ. ჯანდაცვის სამინისტროს ან სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული) წარდგენა.
  • 6 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები თავისუფლდებიან ზემოაღნიშნული მოთხოვნებისგან.
  • 6-17 ასაკობრივი ჯგუფი შესაძლოა გათავისუფლდეს RT-PCR ან  ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან მაგრამ მოეთხოვებათ სულ მცირე მეორე დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

 

2021 წლის პირველი დეკემბრიდან, კვლავ მოქმედებს საქართველოს მთავრობასა და ინდონეზიის რეპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება.

ყველა სხვა, მათ შორის ტურისტული, მიზნით საქართველოს მოქალაქეებს ინდონეზიაში შესვლა შეუძლიათ შესაბამისი კატეგორიის ვიზის/ნებართვის საფუძველზე.

ელექტრონული ვიზის აღებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://visa-online.imigrasi.go.id/index.xhtml

ყველა საერთაშორისო მგზავრს მოეთხოვება გამგზავრებამდე (მათ შორის შიდა გადაადგილებისას), Peduli Lindungi მობილური აპლიკაციის მეშვეობით, Electronic Health Alert Certificate (e-HAC) შევსება.

შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები, ტურისტული მიზნით ინდონეზიაში ვიზიტის შემთხვევაში, თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან (ვიზიტის ხანგრძლივობა 30 დღე, გაგრძელების გარეშე): ბრუნეი დარუსალამი, ფილიპინები, კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, სინგაპური, ტაილანდი, ვიეტნამი.

შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები, ტურისტული მიზნით ინდონეზიაში ვიზიტის შემთხვევაში, ვიზას იღებენ საზღვარზე (ვიზის ხანგრძლივობა 30 დღე, შესაძლებელია კიდევ 30 დღით გაგრძელება საიმიგრაციო ოფისში): სამხრეთ აფრიკა, აშშ, საუდის არაბეთი, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ნიდერლანდები, ბელგია, ბრაზილია, ბრუნეი დარუსალამი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფილიპინები, ფინეთი, ჰონგ-კონგი, უნგრეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ირლანდია, იაპონია, გერმანია, კამბოჯა, კანადა, კორეის რესპუბლიკა, ხორვატია, ლაოსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალაიზია, მალტა, მექსიკა, მიანმარი, ნორვეგია, საფრანგეთი, პოლონეთი, პორტუგალია, კატარი, რუმინეთი, ახალი ზელანდია, სეიშელი, სინგაპური, კვიპროსი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩინეთი, ტაილანდი, ტიმორ-ლესტე, ტუნისი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ვიეტნამი, საბერძნეთი.


  დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ამ ბმულზე;


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 05.08.2022 წელს