ავსტრალიის თანამეგობრობაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

    კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

 

ვაქცინირებულ პირებს 21 თებერვლიდან ავსტრალიაში შესვლა შეეძლებათ ნებისმიერი მიზნით (დასავლეთ ავსტრალიის გარდა).

 

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen, Sinopharm, Sinovac, Sputnik V, Novavax.

 

ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 7 დღე. კოვიდ-19 სერტიფიკატი შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე (აპოსტილს არ საჭიროებს), ან უნდა ახლდეს სერტიფიცირებული თარგმანი.  მგზავრს, რომლებსაც აქვთ ცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უკეთდება კოვიდ-19 აცრა, ასევე შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა, თუმცა ამ მხრივ რეგულაციები განსხვავებულია შტატების მიხედვით (დეტალები იხ. ქვემოთ მოცემულ ბმულებზე).

მგზავრმა, ასევე უნდა წარადგინოს მაქსიმუმ 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის (ან სწრაფი ანტი სხეულების ტესტის, რომელიც ჩატარებულია სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში) უარყოფითი პასუხი. ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულოა 4 წლის ზემოთ მგზავრებისათვის.

ავსტრალიაში ჩასვლისთანავე, მგზავრმა უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი და პასუხის მიღებამდე გადაინაცვლოს თვითიზოლაციაში.  ჩასვლიდან მეექვსე დღეს, მგზავრმა განმეორებით უნდა გაიკეთოს  სწრაფი ტესტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრი უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში მანამ, სანამ მომდევნო სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება.

 

12 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც მგზავრობს ვაქცინირებულ სრულწლოვანთან ერთად, არ საჭიროებს ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს. (ჩრდილოეთ ტერიტორიის შემთხვევაში, 15 წლამდე ასაკის ბავშვი).

 

ქვეყანაში შემოსვლამდე სავალდებულოა ავსტრალიის სამოგზაურო დეკლარაციის ფორმის შევსება, რომლის გადამოწმება ხდება საზღვარზე. დეკლარაციაში აქამდე არსებულ დეტალებს (საპასპორტო მონაცემები, საცხოვრებელი მისამართი, ჩამოსვლის მიზეზი და ა.შ.) დაემატა გრაფა კოვიდ-19 ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ვაქცინაციის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება ისჯება შესაბამისი ფულადი ჯარიმით.


 

    კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

არავაქცინირებულმა მოქალაქეებმა, იმისათვის, რომ გამონაკლისის სახით მიეცეთ ქვეყანაში შესვლის უფლება, განცხადებით უნდა მიმართონ სპეციალურ სამედიცინო კომისარს.

 

მგზავრმა, ასევე უნდა წარადგინოს მაქსიმუმ 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის (ან სწრაფი ანტი სხეულების ტესტის, რომელიც ჩატარებულია სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში) უარყოფითი პასუხი. ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულოა 4 წლის ზემოთ მგზავრებისათვის. ტესტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება შესაბამისი სამედიცინო პრობლემების მქონე პირებზე (ცნობის წარდგენით), საერთაშორისო ეკიპაჟის წევრებისათვის, მგზავრებისთვის, რომლებიც ავსტრალიაში „მწვანე ზონიდან“ მიემგზავრებიან (ამ დროისთვის მხოლოდ ახალი ზელანდიიდან).

 

მგზავრმა უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი სასტუმროში. (მაგ. სამხრეთ ავსტრალიის შემთხვევაში შესაძლებელია 7 დღე კარანტინი და 7 დღე იზოლაცია). კარანტინის ვალდებულება არ ვრცელდება:

  • პირებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კარანტინში გადასვლა (ასეთი პირები გადავლენ თვითიზოლაციაში);
  • ავსტრალიაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე, გამონაკლისის სახით, უფლება აქვთ სასტუმრო კარანტინის გარეშე მოახდინონ თვითიზოლაცია საკუთარ რეზიდენციაში, თუმცა 14 დღიანი იზოლაცია ეხება რეზიდენციაში მცხოვრებ ყველა პირს;

კარანტინის გავლა ხდება მთავრობის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში, რის ხარჯსაც იხდის თითოეული მგზავრი. თანხა განსხვავდება შტატების მიხედვით და მერყეობს 3,000-დან 5000 ავსტრალიურ დოლარამდე.

    არავაქცინირებული სტუდენტები ქვეყანაში დაიშვებიან გამონაკლისი სახით იმ შემთხვევაში, თუ პირს:  დარჩენილი აქვს სწავლის ბოლო ორი წელი, არის სამედიცინო, სტომატოლოგიური, ექთნის ან სხვა დაკავშირებული სამედიცინო პროფესიის უნივერსიტეტის ხარისხის სტუდენტი და აქვს დადასტურებული პრაქტიკის ადგილი ავსტრალიის საავადმყოფოში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც იწყება შემდეგი ორი თვის მანძილზე.


 

 

    დამატებითი მოთხოვნები

ავსტრალიაში შემოსვლისთვის დაზღვევა სავალდებულო ამ ეტაპზე არ არის.

ქვეყანაში შემოსვლისთანავე მოქალაქე დგება შესაბამისი შტატის ჯანდაცვის სამინისტროს აღრიცხვაზე აეროპორტში მყოფი ჯანდაცვის წარმომადგენლის მიერ და ყველა შეტყობინებას იღებს მობილური ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ქვეყანაში შემოსვლამდე სავალდებულოა ავსტრალიის სამოგზაურო დეკლარაციის ფორმის შევსება, რომლის  გადამოწმება ხდება საზღვარზე.


 

    ტრანზიტით გავლის პირობები

 

ავსტრალიაში ტრანზიტის პერიოდად ითვლება 72 საათი. თუმცა, კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, კარანტინის გარეშე სატრანზიტო ზონაში ყოფნა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ 8 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სატრანზიტო მოლოდინის დრო 8-72 საათამდე პერიოდშია, ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქეს უწევს ფრენამდე სამთავრობო საკარანტინო დაწესებულებაში გადასვლა (საკუთარი ხარჯით). ტრანზიტის დროს აეროპორტისა და საკარანტინო დაწესებულების გარდა, სხვაგან გადაადგილება მკაცრად იკრძალება.

 


  დამატებითი ინფორმაცია 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

ავსტრალიის შსს-ს გვერდი კოვიდ-19 შეზღუდვებთან დაკავშირებით

ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი კოვიდ-19 შეზღუდვებთან დაკავშირებით


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

     განახლებულია: 18.02.2022