აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

    კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კერძო ან საქმიანი ვიზიტით საჰაერო გზით მიმავალმა საქართველოს მოქალაქემ, საზღვრის კვეთისას უნდა წარადგინოს კოვიდ-პასპორტი ან ბოლო 6 თვეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ცნობა. PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აღარ არის სავალდებულო.

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson), Sinopharm, Sinovac და Sputnik V.

სახმელეთო გზით მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს, გარდა ზემოთხსენებული დოკუმენტებისა, დამატებით ესაჭიროებათ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ნებართვა.

 


    კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

კოვიდვაქცინის გარეშე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კერძო ან საქმიანი ვიზიტით საჰაერო გზით გამგზავრების უფლება აქვს მხოლოდ ქვემოთ მითითებულ კატეგორიას, წინასწარი ნებართვის გარეშე:

  • აზერბაიჯანში მუშაობის/ბინადრობის მოწმობის მქონე პირები;
  • აზერბაიჯანის მოქალაქის ოჯახის წევრები(მეუღლე, შვილი, მშობელი).

საზღვრის კვეთისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს).

 


    ტრანზიტით გავლის პირობები

აზერბაიჯანის ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის, მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მოთხოვნები, ასევე, წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს). 

 


 

 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული 1

ბმული 2  


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 04.08.2022