სინგაპურის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 ზოგადი ინფორმაცია

სინგაპურში შესვლასთან დაკავშირებით ამჟამად მოქმედი რეგულაციები:

Vaccinated Travel Framework

ყველა მგზავრს, მათ შორის სინგაპურის მოქალაქეებს და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებს, ნებისმიერი ქვეყნიდან/რეგიონიდან შეუძლიათ სინგაპურში შესვლა კარანტინის, ტესტის ან შესვლის წინასწარი ნებართვის გარეშე, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:  

  • არიან 12 წლის და/ან 12 წლის ქვემოთ არასრულწლოვნები (2010 წლის 1 იანვარს ან შემდეგ დაბადებულები)
  • არიან სრულად ვაქცინირებულები (სრულად ვაქცინირებულად ითვლება, ვისაც ჩატარებული აქვს CanSinoBIO/Convidecia ან Janssen/J&J სულ მცირე ერთი დოზა, AstraZeneca, Covaxin, Moderna/Spikevax, Covishield, Novavax/Covovax/Nuvaxovid, Pfizer/BioNTech/COMIRNATY, Sinovac or Sinopharm - ორი დოზა. მიღებულია WHO EUL-ის ქვეშ ნებისმიერი ვაქცინის კომბინაცია. დეტალური ინფორმაციისთვის: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/overview#vaccination)  
  • ჩატარებული აქვთ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაცია მათ, ვისაც აქვთ მოგზაურობის ისტორია მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში/რეგიონებში (აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში)

აღნიშნულმა მგზავრებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა:

  • სინგაპურში ჩატარებული კოვიდ ვაქცინის და მოქმედი Singapss ექაუნთის ქონის შემთხვევაში, მგზავრებს შეუძლიათ შესაბამისი დამადასტურებელი ინფორმაციის მოძიება/გამოყენება TraceTogether/HealthHub  მობილური აპლიკაციებიდან ან მატერიალური ფორმით, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა. დეტალური ინფორმაციისთვის: https://eservices.ica.gov.sg/STO1/VCP
  • საქართველოში გაცემული კოვიდ სერტიფიკატი არ განეკუთვნება ე.წ ონლაინ გადამოწმებად სერტიფიკატთა რიცხვს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ კოვიდ სერტიფიკატი მატერიალური ფორმით (ინგლისურ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული ინგლისური თარგმანი) ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

სახელი-გვარი (სამგზავრო დოკუმენტის შესაბამისად)

სულ მცირე ერთი საიდენტიფიკაციო ნიშანი: დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი, ა.შ.

ქვეყნის დასახელება, სადაც ჩატარდა ვაქცინაცია

ვაქცინაციის დასახელება

ვაქცინაციის თარიღი

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/fully-vaccinated

არასრულად ვაქცინირებულები

2009 წლის 31 დეკემბერს, ან მანამდე დაბადებული ყველა მგზავრი, რომელიც არ ექვემდებარება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, ჩაითვლებიან არასრულად ვაქცინირებულებად.  

შესვლის წინასწარი ნებართვა არ ესაჭიროებათ სინგაპურის მოქალაქეებს და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებს, ასევე გრძელვადიანი ნებართვის მფლობელთ, რომლებიც დაბადებული არიან 2005-დან 2010 წლის ჩათვლით, და გეგმავენ სინგაპურში შესვლას 2022 წლის 1 ივლისამდე. 2022 წლის 1 ივლისიდან შესვლის შემთხვევაში, საჭიროა შესვლის ნებართვის მოპოვება.

ყველა სხვა შემთხვევაში, არასრულად ვაქცინირებული პირები სინგაპურში არ დაიშვებიან წინასწარი ნებართვის გარეშე. კატეგორიების და შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/non-fully-vaccinated

სინგაპურში შესვლის ნებართვის და ვიზის მფლობელებს, ასევე, ესაჭიროებათ დაზღვევა. პირობები იხილეთ აქ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/non-fully-vaccinated

მგზავრობამდე კოვიდ ტესტის აღების ვალდებულებისგან, შესაძლოა, გათავისუფლდნენ პირები, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი სინგაპურში დაგეგმილ თარიღამდე 14-დან 90 დღემდე ადრე. გთხოვთ, გამოიყენეთ თვითდამხმარე, რათა დაადგინოთ ტესტის საჭიროება: https://www.checkfirst.gov.sg/c/192f8f07-deb5-4203-9a47-533b1cb238bc

სხვა შემთხვევაში, არასრულად ვაქცინირებულ პირებს, რომლებიც ფლობენ სინგაპურში შესვლის წინასწარ ნებართვას და სხვა დამატებით დოკუმენტაციას (საქართველოს მოქალაქეები - ვიზას), მოეთხოვებათ მგზავრობამდე 2 დღით ადრე აღებული PCR ან ანტიგენის ტესტი. დეტალური ინფორმაცია ტესტის მოთხოვნებთან დაკავშირებით, იხილეთ აქ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/non-fully-vaccinated

არასრულად ვაქცინირებულ პირებს, რომლებიც ფლობენ სინგაპურში შესვლის წინასწარ ნებართვას და სხვა დამატებით დოკუმენტაციას (საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში - ვიზას), მოეთხოვებათ 7 დღიანი თვითიზოლაცია (7-day Stay Home Notice) წინასწარ დეკლარირებულ საცხოვრებელ ადგილას. თვითიზოლაციის პერიოდი დასრულებულად ჩაითვლება საიმიგრაციო კონტროლის გავლის შემდეგ, ელ. ფოსტით მიღებულ შეტყობინებაში მითითებულ დღეს ან PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/non-fully-vaccinated  

რეკომენდებულია, სინგაპურში მგზავრობამდე 3 დღით ადრე,  ე.წ. ჩამოსვლის ბარათის და ელექტრონული ჯანმრთელობის დეკლარაციის შევსება.  ვიზიტორებს, რომლებიც არ ფლობენ TraceTogether mobile application მოეთხოვებათ მისი ჩამოტვირთვა და საიმიგრაციო პროცედურის გავლის შემდეგ, მისი გააქტიურება.  სინგაპურის ფარგლებს გარეთ ვაქცინირებულ მგზავრებს შეუძლიათ 30 დღის განმავლობაში, დროებით გააქტიურონ შესაბამისი სტატუსი  TraceTogether მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

ვაქცინაციის მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: https://safetravel.ica.gov.sg/arriving/general-travel/fully-vaccinated  

ტრანზიტი - სინგაპურის მხარე არ ითხოვს COVID-19 ტესტს, ვიზას ან შესვლის ნებართვას ტრანზიტით მოგზაურობის შემთხვევაში (მხოლოდ ჩანგის აეროპორტში გადაჯდომით, სატრანზიტო სივრცის დატოვების გარეშე, თუ ბარგი ჩაბარებულია საწყისი აეროპორტიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე). დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://safetravel.ica.gov.sg/transit/overview

 

სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის

დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, არ ესაჭიროებათ ვიზა სინგაპურში შესასვლელად.  ყველა სხვა შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა სინგაპურში გასამგზავრებლად. დეტალური ინფორმაცია სავიზო პროცედურის და დოკუმენტაციის შესახებ, ხელმისაწვდომია: 

https://www.ica.gov.sg/enter-depart/entry_requirements/visa_requirements/visa-detail-page/ georgia

საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ სინგაპურის ვიზისთვის, პერსონალურად მიმართონ ქ. ანკარაში სინგაპურის საელჩოს https://www.mfa.gov.sg/ankara ან ქ. სტამბოლში სინგაპურის საპატიო გენერალურ კონსულს https://www.mfa.gov.sg/istanbul 

ვიზაზე მოსაკრებელი შეადგენს 294 თურქულ ლირას (გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით). ვიზის გაცემა თანხმდება სინგაპურის იმიგრაციისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების სამსახურთან.

სავიზო აგენტის მომსახურების/დახმარების სურვილის შემთხვევაში, მიმართეთ:

GLOBAL SINGAPORE ASSOCIATES PTE LTD singapore@globalsingapore.sg

I-C-I-D PTE LTD singtourism@gmail.com

TOUR EAST SINGAPORE (1996) PTE LTD gchua@toureast.net

ROUTE ONE CONSULTING PTE LTD routeoneconsulting@gmail.com

ელექტრონული ვიზის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სინგაპურში საკონტაქტო პირის ან ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის მეშვეობით, რომლებიც ფლობენ SingPass-ის მოქმედ ანგარიშს.  

ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში (ანუ, როდესაც დანიშნულების ქვეყანას არ წარმოადგენს სინგაპური), საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, მიეცეთ სინგაპურში უვიზოდ შესვლის უფლება, მაქსიმუმ 96 საათით. გადაწყვეტილებას ე.წ. Visa Free Transit Facility გამოყენების შესახებ, დისკრეციულად, იღებს სინგაპურის იმიგრაციისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების სამსახური. ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს სინგაპურის საჰაერო გზით დატოვების ვალდებულება. გთხოვთ, მგზავრობამდე, წინასწარ გადაამოწმოთ ინფორმაცია შესაბამის სამსახურთან https://www.ica.gov.sg/enter-depart/entry_requirements/visa-free-transit-facility  

 


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 20.06.2022 წელს