არგენტინის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

  ზოგადი ინფორმაცია

 

ცხო ქვეყნის მოქალაქემ არგენტინაში შესასვლელად გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსოს სპეციალური დეკლარაციის ფორმა (https://ddjj.migraciones.gob.ar/app/home.php) და წარმოადგინოს სამედიცინო დაზღვევის ცნობა კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის ვალდებულებით.

ამ მოთხოვნების შესრულებისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც 24 საათზე ნაკლები დროით და სახმელეთო გზით შედის არგენტინაში.

რეკომენდაცია არგენტინაში შემსვლელებისთვის:

რეკომენდებულია პირთათვის, რომლებსაც ვაქცინაციის არასრული კურსი აქვთ, არგენტინაში შესვლის შემდეგ 24 საათის განმავლობაში ჩაიტარონ დიაგნოსტიკური კვლევა (ტესტირება). 

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შესვლის პუნქტზე გამოვლინდება COVID 19-ის დადებითი ან საეჭვო შემთხვევა, ამოქმედდება კონკრეტულ პუნქტზე მოქმედი სათადარიგო გეგმა.

არგენტინაში შესვლის პუნქტები პანდემიამდე დადგენილი პირობებით მოქმედებენ.

 

 


 დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:

https://www.argentina.gob.ar/interior/migraciones/ddjj-migraciones  

 


 

ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 05.08.2022 წელს