ბაჰრეინის სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

    ქვეყანაში შესვლის პირობები

2021 წლის 10 ოქტომბრიდან საქართველო ამოღებულ იქნა ბაჰრეინის „წითელი სიიდან“. საქართველოს მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ ვიზა ბაჰრეინში შესასვლელად.

ამასთანავე, საქართველოს ვაქცინირებულმა მოქალაქეებმა (მეორე დოზიდან უნდა იყოს გასული არანაკლებ 14 დღე) ბაჰრეინში ჩასვლისთანავე უნდა გაიკეთონ PCR ტესტი. ასევე, ტესტი კეთდება ქვეყანაში ჩასვლიდან მე-5 და მე-10 დღეს. არ არის საჭირო ტესტის წარდგენა არც თვითმფრინავში ჩასხდომისას და არც ქვეყანაში ჩაფრენისას (როგორც აღინიშნა, ტესტი კეთდება ჩასვლისთანავე).  

ქვეყანაში შესვლისას წარმოდგენილ უნდა იქნას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ან ბაჰრეინის სამეფოს მიერ ავტორიზებული ვაქცინით (Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnson&Johnson, Sinopharm) განხორციელებული აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატი QR კოდით. 

არავაქცინირებული მოქალაქეები ექვემდებარებიან შემდეგ რეგულაციებს:

  • თვითმფრინავში ჩასხდომამდე უნდა წარმოადგინონ 72-საათიანი PCR ტესტი QR კოდით;
  • ბაჰრეინში ჩაფრენისთანავე უნდა გაიკეთონ PCR ტესტი;
  • ტესტის გაკეთება აუცილებელია ჩასვლიდან მე-5 დღეს;
  • ასევე ჩასვლიდან მე-10 დღეს;
  • 12 წელს ზემოთ ყველა არავაქცინირებული მოქალაქე ექვემდებარება 10-დღიან კარანტინს.

მე-5 და მე-10 დღეს გასაკეთებელი PCR ტესტების საფასურის თანხა (36 ბაჰრეინული დინარი, დაახლოებით 96 აშშ დოლარი) გადახდილი უნდა იყოს ქვეყანაში ჩასვლამდე BeAware Bahrain bh.bh/covidpay აპლიკაციაზე, ან ჩასვლისას აეროპორტის სპეციალურად გამოყოფილ ჯიხურში.  

     


 

 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული 1

ბმული 2


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 16.11.2021