ფილიპინების რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ფილიპინების რესპუბლიკის ინფექციურ დაავადებათა მართვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, დროებით გაუქმდა, კოვიდ პანდემიის ფონზე, ქვეყნების კლასიფიკაციის (მწვანე, ყვითელი, წითელი) აქამდე მოქმედი რეგულაცია. პირველი თებერვლიდან, საერთაშორისო მგზავრებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ შემდეგი პირობებით:
- სრული დოზით ვაქცინირებული მგზავრები, მათ შორის დიპლომატები და მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები, დელეგაციები და 9 (e) visa კატეგორიის მფლობელები წარადგენენ მგზავრობამდე 48 საათით ადრე აღებული RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს. უქმდება სავალდებულო კარანტინი. ქვეყანაში შესვლიდან 7 დღის განმავლობაში სიმპტომების გამომჟღავნების შემთხვევაში, უნდა ეცნობოს ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის სამსახურს (LGU) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
- ფილიპინები აღიარებს საქართველოს კოვიდ სერტიფიკატს.
- არავაქცინირებულმა, ნაწილობრივ ვაქცინირებულმა და განუსაზღვრელი სტატუსის მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ მგზავრობამდე 48 საათით ადრე აღებული RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და გაიარონ სავალდებულო კარანტინი მათ მიერ წინასწარ დეკლარირებულ საცხოვრებელ ან სახელმწიფოს მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას. თუ მე-5 დღეს აღებული ტესტი იქნება უარყოფითი, შეეძლებათ სახლში გადასვლა და კარანტინის გაგრძელება მე-14 დღემდე.
- ზემოთ განსაზღვრული კატეგორიის პირთა 12 წლამდე ბავშვები, დაექვემდებარებიან იმავე პროტოკოლს, რასაც მოზარდები.
- 12-დან 17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მიმართ მოქმედებს პროტოკოლი მათი ვაქცინაციის სტატუსის შესაბამისად.
- ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ ინფექცია და კვლავ უფიქსირდებათ დადებითი პასუხი, აქვთ ფილიპინებში გამგზავრების უფლება, თუ წარადგენენ შემდეგ დოკუმენტებს: ა. არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღით ადრე აღებული დადებითი RT-PCR ტესტის პასუხი; ბ. მგზავრობამდე 48 საათით ადრე აღებული RT-PCR ტესტის დადებითი პასუხი (თუ მგზავრობის დროს, არ ტოვებენ ნებისმიერი სხვა/მესამე ქვეყნის აეროპორტს); გ. ლიცენზირებული ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომ: მოქალაქე იყო ასიმპტომატური, მსუბუქი ან მძიმე მიმდინარეობის პაციენტი; დასრულებული აქვს სავალდებულო იზოლაციის ვადა; არ არის გადამდები და აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება. ფილიპინებში შესვლის შემდეგ, მათ მიმართ მოქმედებს ზემოთ აღნიშნული პროტოკოლი ვაქცინაციის სტატუსის მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: ბმული 1; ბმული 2.
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
განახლებულია 18.03.2022 წელს