ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

    ზოგადი ინფორმაცია

 

ბოლივიაში გამგზავრების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია წარმოადგინოს:

 

  • კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი ამობეჭდილი სახით ან ელექტრონულად, რომელიც ადასტურებს ორი ან ერთი დოზის მიღებას ბოლივიაში შესვლამდე სულ მცირე 14 დღით ადრე;

ან

  • RT PCR ტესტის უარყოფითი შედეგი 5 წელს გადაცილებული პირების შემთხვევაში:

ა) თვითმფრინავით მგზავრობის შემთხვევაში წარმოშობის ქვეყნიდან გამოფრენამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტი;

ბ) სახმელეთო, მდინარის ან ტბის ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში ბოლივიაში შესვლამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტი;

ან

  • ცხვირიდან აღებული ანტიგენის ტესტის პასუხი 5 წელს გადაცილებული პირების შემთხვევაში:

ა) თვითმფრინავით მგზავრობის შემთხვევაში წარმოშობის ქვეყნიდან გამოფრენამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტი;

ბ) სახმელეთო, მდინარის ან ტბის ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში ბოლივიაში შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტი.

 

ზემოხსენებული ინფორმაცია განთავსებულია ბოლივიის მიგრაციის გენერალური დირექციის ვებგვერდზე: http://www.migracion.gob.bo/index.php/node/236

 


 

  დამატებითი მოთხოვნები

 

საზღვრის კვეთამდე სავალდებულოა დეკლარაციის შევსება ბოლივიაში მისამართის მითითებით:

https://www.rree.gob.bo/ingresobolivia/Registro.aspx?AspxAutoDetectCookieSupport=1

 


 

   დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

ბმული 1

ბმული 2

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 18.08.2022