ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

   კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

 

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესასვლელად კოვიდ-ვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხავებული წესი.


 

   კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

ბრაზილიის ფედერაციულ  რესპუბლიკაში მგზავრობა ნებადართულია ნებისმიერი მიზნით.

საზღვრის კვეთისას მოქალაქე უნდა ფლობდეს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური შედეგის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უნდა იყოს შედგენილი ესპანურ, პორტუგალიურ ან ინგლისურ ენებზე.

2-დან 12 წლამდე ბავშვები გათავისუფლებული არიან ტესტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან, თუ მათი თანმხლები ზრდასრული პირი წარმოადგენს ნეგატიურ ტესტს. 2 წლამდე ბავშვები სრულად გათავისუფლებული არიან ტესტის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.


 

 

  დამატებითი მოთხოვნები

 

მგზავრმა საზღვრის კვეთამდე 72 საათით ადრე უნდა შეავსოს და წარმოადგინოს „მოგზაურის ჯანმრთელობის დეკლარაცია“ -  „Declaração de Saúde do Viajante – DSV“, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე - https://formulario.anvisa.gov.br/?lang=en


 

 

  ტრანზიტით გავლის პირობები

 

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანზიტით გასავლელად არ მოქმედებს განსხავებული წესი.


 

   დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი

ბრაზილიის მთავრობის ვებ-გვერდი

ბრაზილიის სანიტარული ზედამხედველობის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი

 


 

 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 16.06.2021 წელს