ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ზოგადი ინფორმაცია
ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ეგვიპტეში, არ ესაჭიროება არც კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის და არც PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დაინფიცირდა COVID-19-ით ეგვიპტეში ყოფნისას, ის დაექვემდებარება 14-დღიან კარანტინს.
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
https://egypt.travel/en/travel-safe/
https://www.egyptonlinevisa.com/travel-restrictions/
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
განახლებულია 05.08.2022