ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 ზოგადი ინფორმაცია:

2022 წლის 15 მარტიდან ქვეყანაში საჰაერო გზით შესვლა ნებადართულია SARS-CoV-2 ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში უნდა ჩატარდეს  RT-PCR/RT-LAMP ტესტი ან ანტიგენის სწრაფი ტესტი გამგზავრებამდე 24 საათის განმავლობაში და დოკუმენტურად დადასტურდეს შესაბამისი დაწესებულების მიერ.

ხმელეთით, საზღვაო ან სარკინიგზო ტრანსპორტით შესვლისას, ასევე მოითხოვება აღნიშნული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ხოლო ტესტის პასუხების არ ქონის შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია ვიეტნამში შესვლიდან 24 საათის განმავლობაში ჩაიტაროს RT-PCR/RT-LAMP ტესტი ან ანტიგენის სწრაფი ტესტი. Covid-19 ვირუსის დადასტურების შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია დაემორჩილოს  ჯანდაცვის სამსახურების მითითებებს.

2 წლამდე ასაკის ბავშვები ტესტის წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან.

გამგზავრებამდე აუცილებელია ჯანმრთელობის დეკლარაციის შევსება შემდეგ ვებ-გვერდზე: https://tokhaiyte.vn/ რომელიც წარდგენილი უნდა იქნას ვიეტნამში სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს.

 


 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ამ ბმულზე.

 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 30.03.2022 წელს