ეკვადორის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

   ზოგადი ინფორმაცია

 

3 წლის ასაკს გადაცილებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკვადორში შესასავლელად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ორი დოკუმენტიდან ერთ-ერთი:

  • ვაქცინაციის სერტიფიკატი QR კოდით ან ვაქცინაციის მოწმობა, რომელიც ძალაში შესვლიდან გასულია სულ მცირე 14 დღე ვაქცინაციის სრული კურსის შემდეგ

ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში:

  • ეკვადორში გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული RT-PCR ან ანტიგენის კვლევის უარყოფითი პასუხი

 

გასათვალისწინებელია, რომ საჰაერო გზით ეკვადორში მიმავალი ნებისმიერი პირი ვალდებულია გამგზავრების წინ წარმოადგინოს მგზავრის ჯანმრთელობის დეკლარაცია (Declaración de Salud del Viajero), რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე - https://declaracionsalud-viajero.msp.gob.ec/  

 

ამასთან, გალაპაგოსის კუნძულებზე მიმავალმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ წინასწარ უნდა მოითხოვოს ტრანზიტის კონტროლის ბარათი, რომელსაც გალაპაგოსის საგანგებო რეჟიმის მთავრობის საბჭო გასცემს.

 

 


 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://www.cancilleria.gob.ec/espana/wp-content/uploads/sites/38/2022/07/Resolucion-COE-Nacional-15-de-julio-de-2022-signed-signed.pdf

 


 

 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 05.08.2022