ინდოეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეთათვის შესვლის პირობები

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

მგზავრობა დაშვებულია ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტული მიზნით. ინდოეთში ტურისტული მიზნით შესვლა აღდგა 2021 წლის 15 ნოემბრიდან.

სავიზო განაცხადი შეიძლება გაკეთდეს ელექტრონულად. დამეტებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://indianvisaonline.gov.in/

რეგულარული საერთაშორისო კომერციული ფრენები კვლავინდებურად შეჩერებულია. თუმცა, ქვეყნაში შესვლა შესაძლებელია სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს მიერ ნებადართული კომერციული ფრენებით.

ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია: AstraZeneca, Pfizer, Moderna, Janssen, Sputnik V, Covaxin Bharat Biotech - ინდოეთი, Covishield  (AstraZeneca) - ინდოეთი, ZyCoV-D Zydus Cadila - ინდოეთი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება ვაქცინირებულ პირებზეც.

სავალდებულა მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

5 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუბლებულნი არიან ტესტის ჩატარების ვალდებულებისგან, როგორც გამგზავრებამდე, ასევე ქვეყანაში შესვლის შემდეგ. თუმცა, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მათ უნდა ჩაუტარდეთ ტესტი და გაიარონ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები.

უცხოეთიდან მომავალმა ყველა მგზავრმა, გამგზავრებამდე:

- Air Suvidha პორტალზე (www.newdelhiairport.in/airsuvidha/apho-registration) უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა (self-declaration form), რომელშიც აგრეთვე მითითებული იქნება ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია. აღნიშნული ფორმა მგზავრებმა თან უნდა იქონიონ ქვეყანაში შესვლისას;

- უნდა ატვირთოს, მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩატარებული COVID-19 RT-PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მოწმობა;

ან

- COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების მოწმობა.

ინდოეთი აღიარებს შემდეგ ქვეყნებში გაცემულ ვაქცინაციის მოწმობებს: https://www.newdelhiairport.in/pdf/ListofCountries-28-02-2022.pdf

ამ ქვეყნების სიაში შესულია საქართველოც.

-  უნდა წარადგინოს დეკლარაცია წარდგენილი ინფორმაციის აუთენტურობის თაობაზე. ყალბი ინფორმაციისა და მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, მათი ამგვარი ქმედება ექვემდებარება სისხლის სამართლებლივ დევნას.

- აეროპორტში, ჩასულ მგზავრებს უტარდებათ თერმო-სქრინინგი. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ხდება ასეთი მგზავრების იზოლირება, რის შემდეგ მათ უტარდებათ COVID ტესტი. დადებითი შედეგის შემთხვევაში, მგზავრი გადის მკურნალობას დადგენილი პროტოკოლის მიხედვით.

-  უცხოეთიდან ჩასული მგზავრებიდან შემთხვევითი წესით შერჩეულ დაახლოებით 2 %-ს აეროპორტშივე უტარდებათ COVID-19 RT-PCR ტესტი. ასეთ მგზავრებს აეროპორტის დატოვება შეუძლიათ უშუალოდ ტესტისთვის ნიმუშების აღების შემდეგ.

- ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, მგზავრები დაექვემდებარებიან დადგენილი პროტოკოლის მიხედვით მკურნალობას.

ყველა მგზავრმა ქვეყანაში შესვლიდან მომდევნო 14 დღის განმავლობაში უნდა აწარმოოს მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი.

თუ მგზავრებს ჯანმრთელობის მონიტორინგის 14-დღიან პერიოდში გამოუვლინდებათ COVID-19-ის სიმპტომები, ამ შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გადავიდნენ თვით-იზოლაციაში და ამის შესახებ აცნობონ უახლოეს ჯანდაცვის დაწესებულებას ან დარეკონ დახმარების ერთიან ეროვნულ (1075) ან ცალკეული შტატის დახმარების ნომრებზე. იხ.: https://www.newdelhiairport.in/pdf/Guidelines-for-International-arrivals-updated-on-10th-February-2022-11-02-22.pdf


 

 ქვეყანაში ჩასვლამდე, ყველა მგზავრს ტელეფონში ჩატვირთული უნდა ქონდეს აპლიაკცია Aarogya Setu.

 


 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული 1

ბმული 2 

ბმული 3 

 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 07.03.2022 წელს