კანადაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

2022 წლის 1 ოქტომბრიდან კანადის ხელისუფლებამ  სრულად გააუქმა ქვეყანაში საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოსვლისას არსებული შეზღუდვები (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

 

მგზავრებს აღარ მოეთხოვებათ:

  • COVID-19 ვანქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენა;
  • შემოსვლამდე 72 საათით ადრე ჩატარებული ტესტირების შედეგების წარდგენა;
  • ქვეყანაში შემოსვლისას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კოვიდ ტესტირების გავლა;
  • აპლიკაციის ArriveCan შევსება, თუმცა ტორონტოს, ვანკუვერის და მონრეალის საერთაშორისო აეროპორტების გავლით შემომსვლელებს კვლავ შეუძლიათ ამ აპლიკაციით სარგებლობა, რათა დროის დაზოგვის მიზნით, მოახდინონ საბაჟო და საიმიგრაციო მონაცემების წარდგენა.
  • თვითმფრინავში ან მატარებელში ჩასხდომამდე ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა;
  • თვითმფრინავში და მატარებელში ნიღბების ტარება (ნიღბის ტარება რეკომენდაციურ ხასიათს ატარებს).

 

მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, კანადის მთავრობა რეკომენდაციას აძლევს COVID სიმპტომების მქონე მგზავრებს, თავი შეიკავონ კანადაში გამგზავრობისგან. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომების გამოვლენა მოხდება მგზავრობისას ან კანადაში ჩამოსვლისას, მგზავრმა აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს თვითმფრინავის/საკრუზო ხომალდის ეკიპაჟის წევრებს ან სასაზღვრო სამსახურის ოფიცერს. ამ შემთხვევაში მოხდება მისი გადამისამართება კარანტინის ოფიცერთან სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად. სიმპტომების მქონე მგზავრებმა ასევე თავი უნდა შეიკავონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან.

 

 

სიმპტომების მქონე ან კოვიდ დადებითი პირებისთვის საინტერესო ინფორმაცია კანადური პროვინციების და ტერიტორიების მიხედვით, განთავსებულია ბმულზე: https://www.canada.ca/en/public-health/services/diseases/2019-novel-coronavirus-infection/symptoms/provincial-territorial-resources-covid-19.html

 


 

 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

კანადის ფედერალური მთავრობის ვებ-გვერდი

მთავრობის ვებ-გვერდი Covid-19-ის სამგზავრო რეგულაციების შესახებ

კანადის პროვინციებისა და ტერიტორიების მიერ დაწესებული შეზღუდვები

აკრედიტებული სასწავლებლების გადამოწმება ვებგვერდიდან (Find out if your DLI is approved)

 


 

 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 11.10.2022