ჩილეს რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

   ზოგადი ინფორმაცია

 

ამ დროისთვის ჩილე იმყოფება განგაშის პირველ ფაზაში, რაც არ ითვალისწინებს მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესებას.

  • ჩილეში შესასვლელად უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამგზავრებამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში უნდა შეავსოს დეკლარაცია (ბმული: https://c19.cl/#/), სადაც მითითებული იქნება საკონტაქტო მონაცემები, ჯანმრთელობისა და მანამდე მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია. დეკლარაციის შევსების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს QR კოდს.  
  • ჩილეში შესვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შერჩევითად უტარდებათ კოვიდ-19-ის ტესტი. დადებითი შედეგის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი პირის იზოლაციაში გადაყვანა (ზემოხსენებულ დეკლარაციაში მითითებულ მისამართზე ან სამედიცინო პროფილის საცხოვრებელში).

 

 

   რაპა ნუიზე (აღდგომის კუნძული) შესვლის წესები:

  • გამგზავრებამდე 24 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი; 6 წლამდე ასაკის პირებისთვის ნებადართულია სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული ანტიგენის ტესტი;
  • გადაადგილების საშვი (Pase de Movilidad), რომელიც ვაქცინაციის სრული კურსისა და მიღებული ვაქცინის აღიარების/სტანდარტიზაციის საფუძველზე გაიცემა;
  • ერთჯერადი შესვლის ფორმულარი

(ბმული: https://ingresorapanui.interior.gob.cl/#);

  • ორმხრივი ავიაბილეთი;
  • ჩილეს ტურიზმის ეროვნული სამსახურის (SERNATUR) მიერ რეგისტრირებული ტურისტული მომსახურების ჯავშანი ან ადგილობრივი ხელისუფლების მოსაწვევი წერილი;
  • 7-დღიანი მონიტორინგი.

 

ამ მოთხოვნების გარდა, უცხო ქვეყნიდან მიმავალი მგზავრი აგრეთვე ექვემდებარება ანტიგენის სავალდებულო ტესტს კუნძულ რაპა ნუიზე ჩასვლისთანავე.

 

დამატებითი ინფორმაცია რაპა ნუისთან (აღდგომის კუნძული) დაკავშირებით:

  • თუ პირს რაპა ნუიზე ჩასვლისას ჩატარებული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდგინდება, იგი ვალდებულია წარმოადგინოს კუნძულზე გაფრენამდე 24 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ანტიგენის ტესტის პასუხი და კუნძულზე გაფრენამდე 10 დღეზე ადრე და არა უმეტეს ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგი;
  • თუ პირი ახლო კონტაქტად ჩაითვლება, მან შვიდდღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, რომლის ათვლაც დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კანტაქტის მომენტიდან ხდება;
  • ნებისმიერი პირი შეიძლება დაექვემდებაროს კორონავირუსის ტესტს კუნძულზე ჩასვლიდან პირველ და მეხუთე დღეებს შორის; თუ მგზავრი უარს ამბობს ტესტზე ან დადებითი შედეგი მიიღო, მომდევნო 7 დღის განმავლობაში სავალდებულო კარანტინი უნდა გაიაროს.

 


 

  დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 09.08.2022