ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

 

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შესასვლელად კოვიდ-ვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხვავებული წესი.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიზის მოთხოვნის უფლება ეძლევათ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს:

 

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებმაც უნდა განაახლონ მუშაობა ან ბიზნეს საქმიანობა სხვადასხვა სფეროებში;
  • ჩინეთის მოქალაქეების ან ჩინეთში მუდმივი ბინადრობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრებს - მათ შორის მეუღლე, მშობლები, შვილები და სხვა ოჯახის წევრები (და-ძმა,  ბებია, ბაბუა და შვილიშვილები) ოჯახის გაერთიანების მიზნით, ნათესავების მოსანახულებლად, დაკრძალვაზე დასასწრებად, ავადმყოფი ნათესავების მოსანახულებლად;
  • ჩინეთის ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებს;
  • მაღალი ხარისხის მქონე კვალიფიციურ პირებს;
  • აზიისა და წყნარი ოკეანეთის თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) მოქმედი ბიზნეს სამგზავრო ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ასევე სავიზო განაცხადის წარდგენა M კატეგორიის (კომერციული და სავაჭრო საქმინაობა) ვიზაზე, თუ წარმოადგენენ შესაბამის მოქმედ ბარათს და ჩინური მხარის მიერ მიღებულ მოწვევას.   

 

ნებისმიერი მგზავრი (მიუხედავად ვაქცინაციისა), რომელიც მიემგზავრება საქართველოდან ჩინეთში გამგზავრებამდე 48 საათის პერიოდში უნდა გაიკეთოს RT-RCP ტესტი, (აუცილებელია ინგლისურენოვანი და ბეჭედდასმული ტესტების პასუხები). შესაბამისი ტესტების პასუხებში უნდა იქნას მითითებული აპლიკანტის სახელი და გვარი, პასპორტის ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი და სხვა. 

 

ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მგზავრი უნდა დარეგისტრირდეს, შეავსოს „ჯანმრთელობის დეკლარაცია“  და ატვირთოს ლაბორატორიის პასუხი შემდეგ ვებგვერდზე https://hrhk.cs.mfa.gov.cn/H5/. ჩინეთის საელჩო, მონაცემთა გადამოწმების შემდეგ, განმცხადებელს გაუგზავნის მწვანე QR კოდს, რაც იძლევა თვითმფრინავში ჩასხდომის ნებართვას. QR კოდის წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონული, ისე ამობეჭდილი ფორმით. ტესტების ჩატარება სავალდებულოა ნებისმიერი ასაკის პირისათვის.

 

საქართველოდან ჩინეთში მიმავალ მგზავრებს უფლება აქვთ გაიარონ იმდენი სატრანზიტო ქვეყანა, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს, მხოლოდ ბოლო ტრანზიტის  ქვეყანაში (ქვეყანაში, საიდანაც პირდაპირ გაემგზავრება პირი ჩინეთის მიმართულებით) მგზავრმა განმეორებით (შესაძლოა აღარ დაჭირდეს) უნდა ჩაიტაროს RT-RCP ტესტი გამგზავრებამდე და ხელახლა გაიაროს პროცედურა მწვანე QR კოდის მისაღებად ტრანზიტულ ქვეყანაში არსებულ ჩინეთის საელჩოში, აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია საელჩოსთან კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით.

 


 

 კარანტინი/თვითიზოლაცია

 

ქვეყანაში შესვლის შემდგომ, ნებისმიერ პირს მოეთხოვება კარანტინი/თვითიზოლაცია ფორმულით 5+3 (5 დღიანი ცენტრალიზებული სამედიცინო კარანტინი; 3 დღიანი იზოლაცია სახლის პირობებში). 

 


 

   დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

ბმული 1

ბმული 2 

 


 

ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში შესვლის წესები

 

 

2022 წლის 26 სექტებრიდან ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში შესვლის წესები იცვლება, კერძოდ მოცემული პერიოდიდან ჰონგ-კონგის რეზიდენტ პირებს აღარ მოეთხოვებათ კორონავირუსზე ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა, ხოლო 12 წლის ასაკის და ზევით გადაცილებულ არარეზიდენტ პირებს ისევ მოეთხოვებათ ზემოაღნიშნული სერთიფიკატის წარმოდგენა. როგორც არარეზიდენტმა ისე რეზიდენტმა პირებმა გამგზავრებამდე უნდა ჩაიტარონ  24 საათის განმავლობაში ანტიგენის სტრაფი ტესტი (RAT), ასევე დარეგისტრირდნენ, შეავსონ „ჯანმრთელობის დეკლარაცია“  და ატვირთონ ლაბორატორიის პასუხი ვაქცინაციის სრული კურსის სერტიფიკატთან (მხოლოდ არარეზიდენტმა პირემბა) ერთად - შემდეგ ვებ-გვერდზე www.chp.gov.hk/hdf/  მწვანე კოდის QR მისაღებად, რაც იძლევა თვითმფრინავში ჩასხდომის უფლებას. QR კოდის წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონული, ისე ამობეჭდილი ფორმით. ქვეყანაში შესვლის შემდგომ, ნებისმიერ პირს, როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ პირებს აღარ მოეთხოვებათ კარანტინის გავლა, ისინი ექვემდებარებიან მხოლოდ 3 დღიან სამედიცინო მეთვალყურეობას (0+3), მათ ასევე საშუალება მიეცემათ განახორციელონ ნებისმიერი აქტივობები შესაბამისი რეგულაციების დაცვით 3 დღის განმავლობაში. ქვეყანაში შემოსულ მგზავრებს მოეთხოვებათ  0, მე-2, მე-4 და მე-6 დღეებში ჩაიტარონ ანტიგენის სწრაფი ტესტი (RAT). სრული ინფორმაცია განთვსებულია შემდეგ ბმულზე: https://www.coronavirus.gov.hk/eng/inbound-travel.html

 


 

 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 16.11.2022