ესტონეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

   ესტონეთში მგზავრობისას ვიზიტორს აღარ მოეთხოვება ვაქცინაციის დოკუმენტის, გამოჯანმრთელების ან უარყოფითი კოვიდ-ტესტის შესახებ ცნობის წარდგენა.

 


 

  დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი

კრიზისის მართვის ვებგვერდი

პოლიციის ვებგვერდი

ჯანდაცვის საბჭოს ვებ.გვერდი

 


 

 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

 

  განახლებულია 04.08.2022