ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

ქ. დაკას აეროპორტის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ვიზის (visa on arrival) მიღება ზოგადად შეჩერებულია. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში ვიზები შეიძლება გაიცეს მხოლოდ ბიზნესვიზიტორებსა და საერთაშორისო ინვესტორებზე. ყველა სხვა შემთხვევაში, უცხოელებმა ბანგლადეშის ვიზისთვის უნდა მიმართონ საზღვარგარეთ ბანგლადეშის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

 

 

ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია:

  • Pfizer-BioTech
  • Moderna
  • Janssen
  • Sinopharm
  • Sinovac;
  • Sputnik V;
  • Covaxin Bharat Biotech (ინდოეთი);
  • Covishield  (AstraZeneca, ინდოეთი);

    ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ (Janssen შემთხვევაში ერთი დოზის შემდეგ) გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

 

ქვეყნები დაყოფილია A და B ჯგუფის ქვეყნებად.

 

A“ ჯგუფის ქვეყნებია:

სომხეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, საქართველო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვეთი, მონღოლეთი, პალესტინა, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, უკრაინა.

 

B“ ჯგუფის ქვეყნები:

„B“ ჯგუფის ქვეყნებს მიეკუთვნება ყვალა ქვეყანა, „A” ჯგუფში შემავალი ქვეყნების, აგრეთვე, ბოტსვანის, ესვატინის, განას, ლესოტოს, ნამიბიის, სამხრეთ აფრიკისა და ზიმბაბვეს გამოკლებით.

 

 

 კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

A” ჯგუფის ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან) მომავალი სრულად ვაქცინირებული მგზავრები ვალდებულნი არიან გაიარონ 7-დღიანი მკაცრი კარანტინი სახლის პირობებში (strict home quarantine).

 

B” ჯგუფის ქვეყნებიდან მომავალი სრულად ვაქცინირებული მგზავრები გათავისუფლებულნი არიან კარანტინის გავლის ვალდებულებისგან.

 

    ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად მიმავალ 18 წლამდე ასაკის პირებზე გამოიყენება იგივე მოთხოვნები და პირობები (ქვეყანაში შესვლა, კარანტინის გავლის წესი და ა. შ.) რაც მათ მშობლებთან მიმართებაში.


 

  კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

„A” ჯგუფის ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან) მომავალი არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მგზავრები ვალდებულნი არიან გაიაროს 7-დღიანი კარანტინი ბანგლადეშის მთავრობის მიერ ამ მიზნით სპეციალურად გამოყოფილ რომელიმე სასტუმროში (institutional quarantine). აგრეთვე, ქვეყნაში შესვლიდან მე-7 დღეს, მათ საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ RT-PCR ტესტი.

 

„B” ჯგუფის ქვეყნებიდან მომავალი არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მგზავრები ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი კარანტინი სახლის პირობებში (home quarantine).


 

ყველა მგზავრი, ვისაც გააჩნია მგზავრობამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში ბოტსვანაში, ესვატინში, განაში, ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკასა და ზიმბაბვეში ყოფნის ან ტრანზიტის ისტორია, ვალდებულია გაიაროს 14 დღიანი კარანტინი ბანგლადეშის მთავრობის მიერ ამ მიზნით სპეციალურად გამოყოფილ რომელიმე სასტუმროში (institutional quarantine). აგრეთვე, ქვეყნაში შესვლიდან მე-7 და მე-14 დღეს, მათ საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ RT-PCR ტესტი.

 

 


 ტესტის წარდგენის ვალდებულება

 

   ყველა მზავრისათვის სავალდებულოა მგზავრობამდე 48 საათით ადრე ჩატარებული RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. 12 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებულნი არიან ამ ვალდებულებისგან.

 

 


 ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

 

ნებადართულია ტრანზიტით მგზავრობა, თუმცა საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. „B“ ჯგუფის ქვეყნებიდან მომავალ მგზავრებს შეუძლიათ ტრანზიტული მგზავრობა „A“ ჯგუფის ქვეყნების გავლით, იმ პირობით, რომ ისინი არ გასცდებიან აეროპორტის ტერიტორიას და იქნებიან შესაბამისი ავიაკომპანიების წარმომადგენლების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. 

 


 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

http://caab.gov.bd/covid19f.html;

http://caab.gov.bd/circul/21-4482.pdf

http://caab.gov.bd/circul/12-2021.pdf 

 


 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 14.01.2022 წელს