ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

12 წლის ზემოთ ასაკის პირებს მოეთხოვებათ:

  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის მქონე პირები თავისუფლდებიან ტესტის აღების ვალდებულებისგან;
  • ლაოსის ტერიტორიაზე შემოსვლამდე პირს, რომლებსაც არ გააჩნიათ  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი მოეთხოვება მგზავრობამდე 48 საათით ადრე აღებული სწრაფი ტესტის (ATK) სერტიფიკატის წარმოდგენა (აეროპორტებში და საზღვრის კვეთის პუნქტებში არ წარმოებს ტესტის აღება).

 

ინფორმაციისთვის: მკურნალობის ხარჯების დაფარვა ხდება ლაოსში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.

 


 

 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ამ ვებ-გვერდებზე.


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 12.08.2022 წელს