მალდივის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

მოგზაურობა დაშვებულია ნებისმიერი მიზნით, ასევე ტურისტული - მგზავრობამდე არაუმეტეს 24 საათით ადრე მალდივის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების ვებ-გვერდზე უნდა შეავსონ დეკლარაცია დაგეგმილი მგზავრობის შესახებ

 

მგზავრებმა ქვეყანაში შესვლისას უნდა წარადგინონ RT-PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, რომელიც ჩატარებულ უნდა იქნეს მგზავრობამდე არაუმეტეს 96 საათით ადრე. გამონაკლისს წარმოადგენენ 1 წლამდე ასაკის ბავშვები. შემდგომ აეროპორტში ჩაიტარონ RT-PCR ტესტი.

 

COVID-19-ის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მგზავრებს უტარდებათ ტესტირება და დადებითი შედეგის შემთხვევაში, მგზავრები გადიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარკებით

 

 ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

 

ნებადართულია მალდივის რესპუბლიკის გავლით ტრანზიტით მგზავრობაც. თუ ტრანზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება 24 საათს, მგზავრობის გაგრძელება ნებადართულია ახალი PCR ტესტის ჩატარების გარეშე. სხვა შემთხვევაში, სავალდებულოა განმეორებითი ტესტის ჩატარება.


 

 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ამ ვებ-გვერდებზე.


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 17.06.2021 წელს