იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ზოგადი ინფორმაცია
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში მგზავრობის რეგულაციები დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას და მგზავრებს აღარ მოეთხოვებათ კოვიდ-ვირუსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა
საქართველოს ყველა მოქალაქე იორდანიაში გამგზავრებამდე ვალდებულია დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე https://www.visitjordan.gov.jo, რომლის მეშვეობითაც ის მიიღებს სპეციალურ QR კოდს, რომლის წარდგენაც მოეთხოვება აეროპორტში გამოფრენამდე.
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
განახლებულია 04.08.2022