ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკაში პანდემიის  პერიოდში საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების პირობები

 

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

 

 

ვაქცინირებულთა მიმართ მოქმედებს ქვეყანაში შესვლის განსხვავებული წესი.

ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია:

  • Pfizer-BioTech;
  • Sinopharm;
  • Sinovac;
  • Sputnik V;
  • Covaxin Bharat Biotech (ინდოეთი)
  • Covishield  (AstraZeneca, ინდოეთი);

    ვაქცინაციის მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

 

 


 

 ვაქცინირებულთა შესვლის პირობები

 

 

ვაქცინირებულთათვის მგზავრობა დაშვებულია ნებისმიერი მიზნით.

სრულად ვაქცინირებულ მგზავრებს ნეპალის ვიზის მიღება შეუძლიათ უშუალოდ აეროპორტში (visa on arrival).

ნეპალში არ დაიშვებიან მგზავრები, რომლებიც მგზავრობამდე ბოლო 3 კვირამდე პერიოდში იმყოფებოდნენ შემდეგ ქვეყნებში: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოთო, ესვატინი, მოზამბიკი, მალავი და ჰონგ კონგი. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ნეპალში მგზავრობის უფლება აქვთ მხოლოდ ნეპალის მოქალაქეებს, დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის და ნეპალში ბინადრობის ნებართვის (Residential visa) მქონე უცხოელებს. ეს პირები ვალდებულნი არიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი სახლის პირობებში (home quarantine), ხოლო მე-11 დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტი.


 

 არავაქცინირებულთა შესვლის პირობები

 

არავაქცინირებულმა ან არასრულად ვაქცინირებულმა მგზავრებმა ნეპალის ვიზა უნდა მიიღონ საზღვარგარეთ ნეპალის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

 

ნეპალში არ დაიშვებიან მგზავრები, რომლებიც მგზავრობამდე ბოლო 3 კვირამდე პერიოდში იმყოფებოდნენ შემდეგ ქვეყნებში: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოთო, ესვატინი, მოზამბიკი, მალავი და ჰონგ კონგი. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ნეპალში მგზავრობის უფლება აქვთ მხოლოდ ნეპალის მოქალაქეებს, დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის და ნეპალში ბინადრობის ნებართვის (Residential visa) მქონე უცხოელებს. ეს პირები ვალდებულნი არიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი სახლის პირობებში (home quarantine), ხოლო მე-11 დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტი.


 

 ტესტის წარდგენა/ადგილზე ჩატარება

 

ტესტის წარდგენა: 

ყველა მგზავრისათვის სავალდებულოა მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენა.

 

ჩასვლისას ტესტის ჩატარება

აეროპორტში PCR ტესტირების ჩატარება არ არის სავალდებულო.

5 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებული არიან ტესტის ჩატარებისგან.

ტესტის ჩატარება არ არის სავალდებულო 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში, მათთან მიმართებაში ძალაშია იგივე პროცედურები, რაც ზრდასრულების შემთხვევაში.

 

დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე ნეპალში ბინადრობის ნებართვის (Residential visa) მქონე უცხოელები, რომლებიც გამონაკლისის სახით, სარგებლობენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბოტსვანიდან, ზიმბაბვიდან, ნამიბიიდანა, ლესოთოდან, ესვატინიდან, მოზამბიკიდან, მალავიდან და ჰონგ კონგიიდან ნეპალში შესვლის პრივილეგიით, ვალდებულნი არიან ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, აეროპორტშივე საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ „ანტიგენ“ ტესტი.   


 

 თვითიზოლაცია/კარანტინი

 

 

არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მგზავრებისთვის სავალდებულოა 10 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით. მე-11 დღეს მათ, ასევე საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი.

 

მგზავრობამდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში, ნამიბიაში, ლესოთოში, ესვატინში, მოზამბიკში, მალავისა და ჰონგ კონგიში ყოფნის ისტორიის მქონე, დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის ან ნეპალში ბინადრობის ნებართვის (Residential visa) მფლობელი უცხოელები ვალდებულნი არიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი სახლის პირობებში (home quarantine), ხოლო მე-11 დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტი.


 

 წინასწარი რეგისტრაცია 

 

მგზავრობამდე, ყველა მგზავრმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა შემდეგ მისამართზე: https://ccmc.gov.np/

მგზავრებმა თან უნდა იქონიონ ფრომის შევსების დროს გენერირებული QR-კოდი.


 

 

 დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: https://www.immigration.gov.np/      https://ccmc.gov.np/


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 14.01.2022 წელს