პაკისტანის ისლამური რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეთა შესვლის პირობები

 

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

დაშვებულია მოგზაურობა ნებისმიერი მიზნით, შესაბამისი კატეგორიის ვიზის მიღების შემთხვევაში.

ვაქცინირებული პირებისათვის რაიმე სახის შეღავათები გათვალისწინებული არ არის.

ქვეყნები დაყოფილია A, B, და C კატეგორიის ჯგუფებად. A კატეგორიის ქვეყნებიდან მომავალი მგზავრებს PCR/სწრაფი ტესტის წარდგენის ვალდებულება არ გააჩნიათ, ხოლო C კატეგორიის ქვეყნებიდან მგზავრთა შემოსვლა აკრძალულია.

საქართველო განეკუთვნება B კატეგორიის ქვეყნების ჯგუფს, საიდანაც დაშვებულია ქვეყანაში მოგზაურობა.

ტესტის პასუხი მიღებული უნდა იყოს პაკისტანის მიმართულებით მგზავრობის დაწყებამდე არაუგვიანეს 96 საათით ადრე.

12 წლამდე ასაკის, შშმ და მაღალი რანგის საერთაშორისო დელეგაციის წევრი მგზავრები არ საჭიროებენ PCR/სწრაფი ტესტის პასუხის წარდგენას.

აეროპორტში ხდება მგზავრთა ჯანმრთელობის შემოწმება (სკრინინგი). საეჭვო სიმპტომების მქონე მგზავრებს უტარდებათ PCR/სწრაფი ტესტი და გადაჰყავთ კარანტინში პასუხის მიღებამდე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან, გადავიდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში. სიმპტომების არმქონე მგზავრებს ნება ეძლევათ, გაემგზავრონ დანიშნულების ადგილზე და გაიარონ თვითიზოლაციის 14 დღიანი პერიოდი, რასაც ადგილობრივი ორგანოები გააკონტროლებენ.


 

 თვითიზოლაცია/კარანტინი

 

ყველა მგზავრი ვალდებულია, ქვეყანაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდეს თვითიზოლაციაში.


 

 ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

 

ტრანზიტული მგზავრებისათვის ასევე სავალდებულოა PCR/სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.


 

 წინასწარი რეგისტრაცია

 

საჭიროა PASS TRACK აპლიკაციის ჩამოტვირთვა ან (https://passtrack.nitb.gov.pk/login ვებ-გვერდზე დარეგისტრირება, რომლის საშუალებითაც მოხდება მგზავრთა მდგომარეობის კონტროლი 14 დღიანი კარანტინის პერიოდში. ასევე აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსება.


 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

http://mofa.gov.pk/covid-19-air-travel-frequently-asked-questions/

http://mofa.gov.pk/wp-content/uploads/2020/10/SOP-Ver-2.0-for-Intl-Pax-1.pdf


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

  განახლებულია 17.06.2021 წელს