ყაზახეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ზოგადი ინფორმაცია
ყაზახეთის რესპუბლიკის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში კოვიდ-ინფექციასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე, ყაზახეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის ამა წლის 7 ივნისის N 27 დადგენილებით გაუქმებული იქნა ყველა არსებული შეზღუდვა უცხოელთა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით.
ხოლო, მიმდინარე წლის 12 აგვისტოდან ყაზახეთის რესპუბლიკის ყველა რეგიონი განთავსდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების მატრიცის ეგრეთწოდებულ „მწვანე“ ზონაში.
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
განახლებულია 16.08.2022 წელს