ირლანდიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

  ზოგადი ინფორმაცია

ირლანდიამ მოხსნა პანდემიის პერიოდში მოქმედი ყველა შეზღუდვა და მოთხოვნა ირლანდიაში მგზავრობის მსურველთათვის.

ირლანდიაში მიმავალ მგზავრებს არ მოეთხოვებათ ვაქცინის დამადასტურებელი, გამოჯანმრთელების და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დოკუმენტები. აგრეთვე, მოხსნილია COVID-19 Passenger Locator Form-ის შევსების ვალდებულება.

აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა.

საქართველოს მოქალაქეს ირლანდიაში გამგზავრება შეუძლია შესაბამისი კატეგორიის ირლანდიის ვიზის ან ირლანდიის ბინადრობის ნებართვის ფლობის შემთხვევაში. 

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქმედ ვიზას ან/და ბინადრობის ნებართვას, ირლანდიაში გასამგზავრებლად ესაჭირეობა შესაბამისი კატეგორიის ირლანდიის ვიზის მიღება

საქართველოს მოქალაქემ ირლანდიის ვიზის მისაღებად უნდა მიმართოს ბულგარეთის რესპუბლიკაში ირლანდიის საელჩოს https://www.dfa.ie/irish-embassy/bulgaria/

საქართველოს მოქალაქეებს, მესამე ქვეყნებში მოგზაურობისას, ირლანდიაში ტრანზიტის შემთხვევაში, ესაჭიროებათ ირლანდიის სატრანზიტო ვიზა, რომელიც, ასევე გაიცემა ბულგარეთის რესპუბლიკაში ირლანდიის საელჩოს მიერ. 

 

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:  ირლანდიის მთავრობის ვებ-გვერდი.


 

  სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 09.03.2022 წელს