კამბოჯის სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 ზოგადი ინფორმაცია

კამბოჯის სამეფოში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით შესული უცხო ქვეყნის მოქალაქეები  ვიზის აღებას შეძლებენ საზღვარზე. ელექტრონული ვიზების გაცემა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.evisa.gov.kh.

კამბოჯის ტერიტორიაზე სრულად ვაქცინირებული უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვრის კვეთისას ვალდებულია წარმოადგინოს Covid-19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატი. არავაქცინირებულ პირებს მოეთხოვებათ კამბოჯის მთავრობის მიერ გამოყოფილ ადგილზე სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლა.

 


  დამატებითი ინფორმაცია

კამბოჯაში ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა გააჩნდეს ჯანმრთელობის დაზღვევა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: ბმული 1;   ბმული 2;   ბმული 3;


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 განახლებულია 28.03.2022 წელს