კორეის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

    ზოგადი ინფორმაცია

 

 

2022 წლის 1 ივნისიდან განახლდა საქართველოს მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი/ტურისტული ვიზების გაცემა.

 

2022 წლის 3 სექტემბრიდან კორეის რესპუბლიკაში შემომსვლელი ნებისმიერი პირი, განურჩევლად მოქალაქეობისა, თავისუფლდება ჩამოსვლამდე 48 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან, იგივე ეხება ანტიგენის ტესტს (სწრაფი ტესტი).

 

ძალაში რჩება ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში სავალდებული PCR ტესტირება.

 

გრძელვადიანი ვიზის მფლობელთათვის, PCR ტესტი არის უფასო (ტესტის გაკეთება უნდა მოხდეს მუდმივი საცხოვრებლის მისამართის მიხედვით, მოქმედ სამედიცნო ცენტრებში).

 

მოკლევადიანი ვიზის მფლობელებისთვის (ტურისტი და სხვა) PCR ტესტი არის ფასიანი და მისი გაკეთება შესაძლებელია აეროპორტში არსებულ სპეციალურ ცენტრებში.

 

 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

კოვიდ-19 რეგულაციები განთავსებულია კორეის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდი

კორეის დაავადებათა კონტროლის პრევენციის სააგენტოს ვებგვერდი (მხოლოდ კორეულ ენაზე)

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 02.09.2022