ლიბიის სახელმწიფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

 

   კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

 

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, შეუძლია გაემგზავროს ლიბიის სახელმწიფოში, ნებისმიერი მიზნით. დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson), Sinopharm, Sinovac და Sputnik V.

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

 


 

 

   კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ლიბიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერი მიზნით, საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით.

ქვეყანაში ჩასვლისთანავე მგზავრები ექვემდებარებიან განმეორებით COVID-19 ტესტირებას, რის შემდეგაც გადადიან 3-დღიან კარანტინში ტესტის პასუხის მიღებამდე. ნეგატიური პასუხის შემთხვევაში პირი გადავა სახლში, სადაც გაივლის 10-დღიან თვითიზოლაციას.

 


 

 

   ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 

  განახლებულია 18.06.2021