ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

   კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

საქართველოს ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის ევროკავშირის ერთიან სივრცესთან მიერთების შედეგად, ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს (12 წლის და 2 თვის ზემოთ) ლუქსემბურგში მგზავრობა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით.

დაშვებულია მხოლოდ შემდეგ ვაქცინებზე გაცემული ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი:

  • Pfizer/BioNTech – Cominarty
  • Moderna – Spikevax
  • AstraZeneca/Oxford - Vaxzevria and Covishield
  • Johnson and Johnson - Covid-19 Vaccine Janssen

ვაქცინაციის მეორე დოზის (Janssen /J&J შემთხვევაში ერთი დოზის) შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე. 12 წლამდე არასრულწლოვნებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ვაქცინაციის მოწმობის და SARSCoV2 დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

საქართველოდან ლუქსემბურგში საჰაერო გზით მგზავრობისას, საზღვარზე ყველამ (12 წლის და 2 თვის ზემოთ) უნდა იქონიოს კოვიდვაქცინის (AstraZeneca, BioNTech/Pfizer, Johnson&Johnson et Moderna) სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ლუქსემბურგში ჩაფრენისას, აეროპორტში შესაძლებელია უფასო PCR-ტესტის ჩატარება.


 

   კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

ლუქსემბურგში გამგზავრება დაშვებულია ლუქსემბურგის ბინადრობის ნებართვის ან ვიზის მფლობელი პირებისათვის. ასევე საგამონაკლისო კატეგორიებია:

  • სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები;
  • ხანდაზმული პირის მოვლის მიზნით ვიზიტორები;
  • სეზონური მუშაკები სოფლის მეურნეობაში;
  • ტრანსპორტის სექტორში დასაქმებული პირები;
  • დიპლომატები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ამ ორგანიზაციების მიერ მოწვეული პირები;
  • სამხედრო პერსონალი, მეზღვაურები;
  • სასწავლო მიზნით მომავალი პირები;
  • მაღალკვალიფიციური მუშახელი;
  • გადაუდებელი ოჯახური მიზეზების გამო მომავალი მგზავრები;
  • ტრანზიტული მგზავრები.

საქართველოდან ლუქსემბურგში საჰაერო გზით მგზავრობისას, საზღვარზე ყველამ (6 წლის ასაკის ზემოთ) უნდა იქონიოს საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ლუქსემბურგში ჩაფრენისას, აეროპორტში შესაძლებელია უფასო PCR-ტესტის ჩატარება.

გადაუდებელი ოჯახური მიზეზების გამო მიმავალმა მგზავრებმა, მაღალკვალიფიციურმა მუშაკებმა და სასწავლო მიზნით მიმავალმა პირებმა უნდა იქონიონ სპეციალური ცნობა/ნებართვა. აღნიშნული ცნობის მისაღებად უნდა მიმართონ: service.visas@mae.etat.lu ან (+352) 247-88 300.

 


 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული

 


 

 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

 

 

   განახლებულია 10.12.2021