ნორვეგიის სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

    ზოგადი ინფორმაცია

ნორვეგიის სამეფოში, პანდემიის გამო მოქმედი ყველა შეზღუდვა, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის საზღვრის კვეთას მოხსნილია.

ნორვეგიის სამეფოში შესვლის უფლება აქვთ პირებს შესაბამისი საფუძვლით - უვიზო მიმოსვლა, შესაბამისი კატეგორიის ვიზა, ბინადრობის ნებართვა და ა.შ.

განსხვავებული წესები შესაძლოა მოქმედებდეს სვალბარდის არქიპელაგზე ჩასვლის მსურველთათვის. დაწვრილებით: https://www.sysselmesteren.no/korona-og-svalbard/

 

 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

 

  განახლებულია 18.02.2022