პარაგვაის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ზოგადი ინფორმაცია
პარაგვაიში შესვლის მსურველმა, 12 წელს გადაცილებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- კოვიდის საწინააღმდეგო აცრის სერტიფიკატი, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს: მგზავრის სახელი და გვარი; დაბადების თარიღი; პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომერი; ვაქცინის მწარმოებლის დასახელება; გამოყენებული დოზების რაოდენობა; ვაქცინის დოზის (დოზების) გამოყენების თარიღი.ამასთან, პარაგვაის ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიღებული ჰქონდეს გამაძლიერებელი დოზა (ბუსტერი).
- 12 წელს გადაცილებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც არ გააჩნია აცრის სერტიფიკატი, უნდა წარმოადგინოს პარაგვაიში გამგზავრებამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ARN: RT-PCR / LAMP / NAAT ტესტის უარყოფითი შედეგი.
- 12 წელს გადაცილებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელმაც კოვიდი გადაიტანა პარაგვაიში შესვლამდე 10-დან 90-მდე დღის განმავლობაში, აღნიშნული უნდა დაადასტუროს ARN: RT-PCR / LAMP / NAAT მეთოდით ჩატარებული ლაბორატორიული შედეგების ან ანტიგენის ტესტით გამოვლენილი დადებითი შედეგის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
განახლებულია 09.08.2022