შვედეთის სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

პირველი აპრილიდან გაუქმდა ყველა შეზღუდვა, რაც გამოწვეული იყო პანდემიის გავრცელებასთან და უკავშირდებოდა შვედეთის სამეფოს საზღვრის კვეთას. შესაბამისად, საზღვრის კვეთისას მოხსნილია ვაქცინაციის საბუთის წარდგენის ვალდებულება.

საგულისხმოა, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა!


 

   დამატებითი ინფორმაცია

 

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

შვედეთის პოლიციის ვებ-გვერდი 

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

 

 

  განახლებულია 01.04.2022