თურქმენეთში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ზოგადი ინფორმაცია
COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციის გაუმჯობესებიდან გამომდინარე, თურქმენეთმა მოხსნა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. 2022 წლის 11 ნოემბრიდან უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს თურქმენეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება თურქმენეთის კანონმდებლობის შესაბამისად.
ქვეყანაში შესვლისას აუცილებელია მგზავრმა წარმოადგინოს ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ანტისხეულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თურქმენეთის დაავადებათა კონტროლის საგანგებო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ყველა მოქალაქე, მათ შორის, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები, ასევე ხსენებული პირების ნათესავები და სტუმრები (მისიებისა და დაწესებულებების ადგილობრივი პერსონალის ჩათვლით), ქვეყანაში შესვლისას ვალდებულნი არიან სასაზღვრო-გამტარ პუნქტში ჩაიტარონ ფასიანი PCR-ტესტირება (ფასები განსაზღვრულია თურქმენეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო მრეწველოსბის სამინისტროს მიერ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის წარმოდგენს 43 აშშ დოლარს). COVID-19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ყველა მოქალაქე, გარდა ოფიციალური დელეგაციის წევრებისა, ვალდებულია თავის საცხოვრებელ ადგილზე გაიაროს 3-დღიანი თვითიზოლაცია.
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
განახლებულია 24.11.2022