შრი-ლანკას დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ზოგადი ინფორმაცია:
ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი მიზნით.
ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია:
- Pfizer-BioTech;
- Moderna
- Janssen
- Sinopharm
- Sinovac;
- Sputnik V
- Covishield (AstraZeneca, ინდოეთი)
ვაქცინაციის მეორე დოზიდან (Janssen შენთხვევაში პირველი აცრიდან) გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.
12-დან 18 წლმადე ასაკის ბავშვები, თუ ისინი აცრილნი არიან Pfizer-ის ვაქცინის ერთი დოზით, აცრიდან 14 დღის შემდეგ უკვე ითვლებიან სრულად ვაქცინირებულად.
ნებისმიერი კატეგორიის ვიზაზე, მათ შორის ტურისტულ და ბიზნეს ვიზებზე, განაცხადი უნდა გაკეთდეს შემდეგი პორტალის საშუალებით: https://eta.gov.lk/slvisa/
ჟურნალისტის ვიზაზე განაცხადი უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ შრი-ლანკის შესაბამის წარმომადგენლობაში, გამგზავრებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
ბინადრობის / სამუშაო ვიზაზე განაცხადს, განმცხადებლის სახელით, მომწვევი / დამსაქმებლი აკეთებს უშუალოდ საიმიგრაციო სამსახურის გენერალურ კონტროლიორთან, გამგზავრებამდე არანაკლებ 45 დღით ადრე. გენერალური კონტროლიორის თანხმობის შემდეგ, ამ კატეგორიის ვიზას გასცემს საზღვარგარეთ შრი-ლანკის შესაბამისი წარმომადგენლობა https://www.srilanka.travel/helloagain/.
ტესტის წარდგენის ვალდებულება
12 წელზე უფროსი ასაკის მგზავრებისთვის სავალდებულოა მგზავრობამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ან 48 საათით ადრე ანტიგენზე ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის პასუხის წარდგენა https://www.srilanka.travel/helloagain/.
სრულად ვაქცინირებულ მგზავრებს არ მოეთხოვებათ აეროპორტში PCR ტესტის გაკეთება.
არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული მგზავრები გათავისუფლებული არიან აეროპორტში PCR ტესტის ჩატარების ვალდებულებისგან.
https://www.srilanka.travel/helloagain/
შრი-ლანკის გავლით ტრანზიტი ნებადართულია.
დაზღვევა
აგრეთვე, უცხოელმა ტურისტებმა, შრი-ლანკის ტურიზმის უწყების ვებ-გვერდის საშუალებით უნდა შეიძინონ COVID-19-ის მკურნალობის დაზღვევა (ფასი 12 აშშ დოლარი) https://www.visitsrilanka.gov.lk/.
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
განახლებულია 17.06.2022